Georgian News

Just another WordPress.com site

გლობალიზაცია, ვესტერნიზაცია და მოდერნიზაცია

Posted by anaanuki888 on January 18, 2011

 

გლობალიზაცია, ვესტერნიზაცია და მოდერნიზაცია
 

 
პროცესი, პრობლემები და შედეგი
დღესდღეობით “გლობალიზაცია” როგორც ტერმინი, როგორც კონცეფცია, თუ უბრალოდ როგორც ლოზუნგი უფრო ხშირად გამოიყენება მთელს მსოფლიოში ვიდრე სხვა რომელიმე სიტყვა.

ერთნი გლობალიზაციას, როგორც ტრაგიკულ პროცესს ისე აღიქვამენ და მას სწრაფმავალ მატარებელს ადარებენ, რომელიც თავის გზაზე ყველას და ყველაფერს განურჩევლად ანადგურებს. მეორენი კი ფიქრობენ, რომ ეს პროცესი უცილობლად კეთილისმომტანი იქნება მსოფლიო კაცობრიობისთვის და ცდილობენ, რაც შეიძლება მალე დაიკავონ ადგილები “მატარებელზე”, რომელიც მათ ეკონომიკურ ზრდასა და მოდერნიზაციამდე მიიყვანს.

რაც შეეხება გლობალიზაციის კონცეფციის ჩამოყალიბებას, ერთი შეხედვით მას ძალიან მოკლე ისტორია აქვს. როგორც წესი სოციალურ მეცნიერებებში ძალზედ რთულია ტერმინის ზუსტი წარმოშობის განსაზღვრა, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ზემოთ აღნიშნული ტერმინის განმარტება პირველად 1994 წელს გამოშვებულ ოქსფორდის სოციოლოგიის ლექსიკონში გვხვდება. ლექსიკონის მიხედვით, გლობალიზაცია არის თეორია, რომელიც ცდილობს შეისწავლოს გლობალურ კულტურათა სისტემის ჩამოყალიბება. მაგრამ ამასთან ყურადსაღებია ისიც, რომ ეს ტერმინი ჯერ კიდევ 1966 წელს გამოიყენა ჟურნალისტმა ვ.ე. მურმა (Mოორე ჭ.E.) სოციოლოგიის ამერიკულ ჟურნალში დაბეჭდილ სტატიაში “გლობალური სოციოლოგია: მსოფლიო როგორც ერთიანი სისტემა”. ზოგიერთი მეცნიერი კი იმასაც ამტკიცებს რომ იბნ ხალდუნი (1332-1406) ავტორი წიგნისა “უნივერსალური ისტორიის პროლეგომენონი” იყო პირველი, ვინც გლობალიზაციის კონცეფციას ჩაუყარა საფუძველი. ასე რომ შეიძლება დავასკვნათ, რომ გლობალიზაცია, როგორც სოციალური პროცესი, საკმაოდ ძველია და უფრო გრძელი ისტორია აქვს ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ისტორიიდან უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმის შესახებ, თუ როგორ ავრცელებდნენ სხვდასხვა კულტურას თუ რელიგიას ამ თუ იმ ქვეყანაში ჩასული ვაჭრები.

ჰოლანდიელი მეცნიერის ნედერვეენ პიტერსის მიხედვით, დღესდღეობით კულტურათა გლობალიზაციის პროცესისადმი 3 დამოკიდებულება არსებობს. პირველი პირდაპირ გულისხმობს სხვადასხვა კულტურათა შეუთავსებლობას, ან უბრალოდ ცივილიზაციათა შეჯახებას, როგორც ეს კლასიკური გაგებით სემუელ ჰანთინგთონმა დაახასიათა თავის ცნობილ წიგნში. მეორე შეხედულება ამ პროცესს ე.წ. “მაკდონალდიზაციის” ჭრილში განიხილავს, რომლის მიხედვითაც გლობალიზაცია გულისხმობს კულტურათა ჰომოგენიზაციას და საბოლოოდ ერთი კულტურის დომინირებას, რომელიც აღმოფხვრის განსხვავებას ადგილობრივ კულტურათა შორის. რაც შეეხება მესამე დამოკიდებულებას, მას შეიძლება დავარქვათ სინთეზი ან ჰიბრიდიზაცია -კაცობრიობის ევოლუციის ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც წარმოუდგენელია განსხვავებულ კულტურათა ურთიერთობისა და თანამშრომლობის გარეშე. ეს პროცესი “ურთიერთგამოკვების” და აზრთა შეხედულებათა გაცვლა-გამოცვლის პრინციპზეა აგებული.

ასეთი განსხვავებაა სამივე შეხედულებას შორის, თუმცა სამივე მათგანი ყურადსაღებია, რადგან თითოეულს მსოფლიოში უამრავი ადამიანი იზიარებს.

გლობალიზაცია და ვესტერნიზაცია.

ზოგიერთი ავტორი გლობალიზაციის პროცესს განიხილავს, როგორც მთელს მსოფლიოში დასავლური კულტურის გავრცელებას ანუ ვესტერნიზაციას. თუმცა ეს 2 ცნება სულაც არ არის იდენტური და შეიძლება ითქვას, რომ სიმართლეს მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება. ერთი შეხედვით მთელს მსოფლიოში დასავლური კულტურის და განსაკუთრებით პოპ-კულტურის გავრცელება თითქოს ამაზე მიანიშნებს, დღეს თითქმის ყველა ქვეყანაში გასხვავებული ერის წარმომადგენლები იცვამენ ერთსა და იმავე ბრენდის სამოსს, უსმენენ მსგავს მუსიკას, მიირთმევენ ჰამბურგერს მაკდონალდსში, უყურებენ სიმფსონებს და ა.შ. თუმცა თუ მთელ ამ პროცესს უფრო დეტალურად შევისწავლით, დავინახავთ, რომ თითოეული ზემოთ მოყვანილი მაგალითი განსხვავებულად აღიქმება სხვადასხვა საზოგადოებებში, კლასებსა და ასაკობრივ ჯგუფებში. ამა თუ იმ ქვეყნის ბაზარზე თითქმის ყველა პროდუქტი შედის და მარკეტინგულად იფუთება ადგილობრივი მოთხოვნილებების, ტრადიციებისა და შეხედულებების შესაბამისად. ადგილობრივი კულტურის უცოდინრობამ შეიძლება მწარმოებელი კრახამდე მიიყვენოს. ამის ნათელი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ საუდის არაბეთის ახლო წარსულიდან, როდესაც ერთ-ერთი წამლის მწარმოებელმა ადგილობრივ ბაზარზე შესვლისას რეკლამად დასავლური ბაზრებისთვის განკუთვნილი ბილბორდი გამოიყენა. ამ პლაკატზე იყო 3 ფოტო, პირველზე თავის  ტკივილით გატანჯული ქალი, მეორეზე თუ როგორ სვამს ეს ქალი წამალს და მესამეზე ქალბატონის გაღიმებული სახე, როცა ყველა ტკივილი წარსულს ჩაბარდა. მწარმოებლებს გამორჩათ იმის გათვალისწინება, რომ არაბულ ქვეყნებში მარჯვნიდან მარცხნივ კითხულობენ და არა პირიქით, შედეგი კი ადვილი წარმოსადგენია.

ასევე მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ვესტერნიზაციისა და მოდერნიზაციის ურთიერთდამოკიდებულება. მოდერნიზაცია შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ევოლუციის ერთგვარი მოდელი, რომელიც ამტიცებს რომ ყველა საზოგადოებამ უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯი ბარბაროსობიდან განვითარებისა და ცივილიზაციისაკენ. მის მიხედვით რაც უფრო მოდერნიზებულია სახელმწიფო, მით უფრო მდიდარი და ძლიერია ის, ხოლო მისი მოქალაქეები უფრო თავისუფალნი და ბედნიერნი არიან.

ტალკოტ პარსონსმა ჩამოაყალიბა თეორია რომელიც ხაზს უსვამს საზოგადოების გახსნილობის მნიშვნელობას მისივე მომავალი განვითარებისთვის. თეორიის მიხედვით “ტრადიციის შენარჩუნება ტრადიციის გადასარჩენად” ეწინააღმდეგება პროგრესსა და განვითარებას.

თუმცა მოგვიანებით ეს შეხედულება საკმაოდ დიდი კრიტიკის საგანი გახდა, რადგან ის აიგივებდა მოდერნიზაციას ვესტერნიზაციასთან. ამ მოდელის მიხედვით საზოგადოების მოდერნიზაცია გულისხმობდა ადგილობრივი კულტურის განადგურებას და მის ჩანაცვლებას დასავლური ღირებულებებით. ეს თეორია ჭეშმარიტად მოდერნიზებულად მხოლოდ დასავლურ კულტურასა და საზოგადოებას მიიჩნევს. თუმცა მისი ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მოდერნიზაცია და კულტურა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და გამიჯნული ცნებებია, შესაბამისად მოდერნიზაცია შეიძლება მივუსადაგოთ ნებისმიერი ტიპის  საზოგადოებას. იაპონია მაგალითად მოჰყავთ ორივე მიმდინარეობის მხარდამჭერებს. ერთნი მას მიიჩნევენ როგორც მტკიცებულებას იმისა, თუ როგორ შეიძლება მოდერნიზებული ცხოვრების წესი დაინერგოს არადასავლურ საზოგადოებაში. მეორენი კი ამტკიცებენ, რომ მოდერნიზაციის შემდეგ იაპონია მნიშვნელოვნად დაუახლოვდა დასავლურ ღირებულებებს და შესაბამისად მას ხშირად დასავლური კულტურის ჭრილშიც განიხილავენ.
გლობალური ინტეგრაცია და თავისუფალი ვაჭრობა.

გლობალური ინტეგრაციის ერთ-ერთი დადებით მხარეს წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის წახალისება, რაც თითოეულ ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას დასპეციალდეს იმ პროდუქციისა და მომსახურების მიმართულებით, რომელიც მას უფრო ეფექტურად შეუძლია აწარმოოს, გამოიყენებს რა არსებულ რესურსებს რაციონალურად. მას შეუძლია გაცვალოს ისინი იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რომლებიც სხვა ქვეყნებს შეუძლიათ აწარმოონ ნაკლები ალტერნატიული ღირებულებით. გლობალიზაცია საშუალებას აძლევს მოსახლეობას ისარგებლონ ამგვარი ვაჭრობით, დაკმაყოფილდება რა მომხმარებელთა მოთხოვნები ყველაზე ეფექტური გზითა და მსოფლიო რესურსების რაციონალური გამოყენებით. ყოველივე ეს იწვევს მსოფლიოში სიმდიდრის ზრდასა და ცხოვრების სტანდარტის ამაღლებას. გლობალიზაცია ხელს უშლის ადგილობრივი მონოპოლიების წარმოქმნასა და ზრდას. გარდა ამისა, გლობალური ინტეგრაცია ზრდის კონკურენციას ფირმებს შორის და უბიძგებს მათ ახალ გლობალურ ეკონომიკაში გადარჩენისათვის მიმართონ ინოვაციებს, გამოიყენონ და დანერგონ უახლესი ტექნოლოგიები, რაც საბოლოო ჯამში მომხმარებლისათვის არის სასარგებლო. თავისუფალი ვაჭრობა საშუალებას იძლევა გავათანაბროთ სხვადასხვა ადამიანებისა და ქვეყნების შესაძლებლობები, რათა მათ თავისუფლად შექმნან ის საქონელი და მომსახურება, რომელსაც ბაზარზე გაიტანენ. ხშირად როდესაც პოლიტიკოსები თავისუფალი ვაჭრობის პრინციპს აკრიტიკებენ, ცდილობენ ახსნან, რომ თუ მთავრობა არ აკრძალავს ან შეზღუდავს ზოგიერთი პროდუქციის შემოტანას ქვეყანაში, მაშინ ამ პროდუქციის წარმოება არახელსაყრელი გახდება და საწარმოები დაიხურებიან. ამას პროტექციონიზმს – დაცვით პლიტიკას უწოდებენ. მეორეს მხრივ კი, თუ უცხოური იაფი საქონლის შემოტანა შეიზღუდება ადგილობრივად წარმოებული საქონლის იაფად გაყიდვას აზრი დაეკარგება არაკონკურენტული გარემოს გამო, რაც საბოლოოდ მომხმარებლის ჯიბეზე აისახება. პროტექციონიზმის პოლიტიკას ჯერ კიდევ წინა საუკუნეებში ებრძოდნენ. ყველაზე კარგად კი ეს გამოიხატა ამერიკელი ეკონომისტის, ჰენრი ჯორჯის შემდეგ მოსაზრებაში: “პროტექციონიზმი გვასწავლის რომ საკუთარ თავს მშვიდობის პირობებში გავუკეთოთ ის, რასაც მტერი გაგვიკეთებდა ომის დროს”.

გლობალიზაციის გავლენა ასევე შესაძელებელია ვნახოთ სავალუტო სფეროში – პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოში შევხვდებით სხვადასხვა ქვეყნების ფულადი ერთეულების გადამცვლელ პუნქტებსა და ბანკებს, რომლებიც მარტივად ახდენენ ვალუტის ადგილობრივ ფულის ნიშნებში გადაყვანას. ეს შესაძლებელს ხდის ვამოძრაოთ ჩვენი ფინანსური რესურსები განსაკუთრებლი წინააღმდეგობების გარეშე. ამ სფეროში გლობალიზაციის შედეგები კიდევ უფრო კარგად ჩანს თუ დავაკვირდებით სავალუტო, საფინანსო ან სასაქონლო ბირჟების ყოველსაათობრივ ინფორმაციას – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ნიუ-იორკის, ლონდონისა და ტოკიოს ბირჟებზე დოლარის კურსი სხვა ვალუტებთან ან საქონლის ფასები პრაქტიკულად ერთნაირია, რაც მიიღწევა ინფორმაციის სწრაფი გავრცელებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით. ფინანსური რესურსების გადაადგილება – ეს პროცესი იმდენად სწრაფია, რომ საერთოდაც აღარ იგრძნობა დროის რა მონაკვეთში მოხდა. დაახლოებით ასევე ხდება საქონლის ბირჟებზეც – თანამედროვე საინფორმაციო საშუალებები იძლევა საშუალებას სწორად განვსაზღვროთ ამა თუ იმ საქონლის მარაგებისა და წარმოების ზომები, შესაბამისად კი მოვახდინოთ მასზე მოთხოვნისა და ფასის პროგნოზირება. ამრიგად, გლობალიზაციის პირობებში რესურსების გამოყენება გაცილებით უფრო გამარტივდა და ხელმისაწვდომი გახდა.

მიჩნეულია, რომ ეკონომიკური ინტეგრაცია ხელს უწყობს მსოფლიოში მშვიდობისა და დემოკრატიის შენარჩუნებას. ეს მოსაზრება ეფუძნება შეხედულებას, რომ ვაჭრობის ორმხრივი სარგებლიანობა სტიმულს აძლევს ქვეყნებს შეინარჩუნონ სტაბილური და მშვიდობიანი ურთიერთობანი, ვიდრე გაუთვალისწინებელი უწესრიგობისა და არასტაბილურობის შედეგად ნახონ წაგება ან სარგებლის მნიშვნელოვანი შემცირება.

მეორე მხრივ, გლობალიზაციის მოწინააღმდეგენი თვლიან, რომ გლობალიზაცია აღრმავებს უთანასწორობასა და სიღარიბეს მსოფლიოში. ჭორლდ Eცონომიც Oუტლოოკ-ის მიხედვით, რომელიც ეფუძნება 42 ქვეყნის მდგომარეობის შესახებ მონაცემებს და რომელშიც მსოფლიო მოსახლეობის 90% ცხოვრობს, მდიდარი და ღარიბი ქვეყნების შემოსავლებს შორის სხვაობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. XX საუკუნის განმავლობაში მდიდარმა სახელმწიფოებმა გაზარდეს მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 6-ჯერ, მაშინ როდესაც ღარიბმა ქვეყნებმა მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდა 3-ჯერაც კი ვერ მოახერხეს. გლობალიზაციის მოწინააღმდეგენი თვლიან, რომ გლობალიზაციის პროცესი საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნების დამოუკიდებლობას,  რამდენადაც ამ უკანასკნელებმა განხორციელებული პოლიტიკა უნდა შეუსაბამონ მსოფლიო ინტეგრაციის მოთხოვნებს.

გლობალიზაციის მეორე უარყოფითი ასპექტი ეხება უმუშევრობას. ახალი ეკონომიკური წყობა საშუალებას აძლევს ფირმებს გაიტანონ თავიანთი წარმოება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამით მოახდინონ უცხო მუშახელის დაქირავება, რომელიც უფრო მაღალკვალიფიციურია, ვიდრე ადგილობრივი. საბოლოო ჯამში ეს გამოიწვევს ადგილობრივ და ნაკლებკვალიფიციურ მუშახელზე მოთხოვნის შემცირებასა და გართულებებს სამუშაო ბაზარზე.

გლობალიზაციის მოწინააღმდეგენი ეჭვქვეშ აყენებენ იმ მოსაზრებას, რომ ეკონომიკურ ზრდას ზღვარი არ გააჩნია. ისინი აცხადებენ, რომ ეკოსისტემების მდგომარეობა საშუალებას არ მისცემს მსოფლიო ეკონომიკას განუხრელად ზრდის ფაზაში იმყოფებოდეს. ზოგიერთი მათგანი იმასაც აცხადებს, რომ გლობალური ინტეგრაცია, თავისუფალი ვაჭრობა და მსოფლიო მასშტაბის კონკურენცია უსამართლობას ეფუძნება. მხოლოდ ეკონომიკურად წინწასულ ქვეყნებს შეუძლიათ ამგავარი ინტეგრაციით სარგებლის ნახვა.

მათ საწინააღმდეგოდ გლობალიზაციის მომხრენი ამტკიცებენ, რომ ყველა ეს ნეგატიური პროცესი მაინც მოხდება გლობალიზაციასთან ერთად თუ მის გარეშე. უბრალოდ გლობალიზაცია აიოლებს ამ პროცესებს ამცირებს რა მათ დამანგრეველ მოქმედებს მსოფლიო ეკონომიკაზე, როგორც ერთ ინტეგრირებულ მთლიანობაზე.

ინტეგრაციისას ეკონომიკური ზრდა, დასაქმება და საცხოვრებელი პირობები უფრო მაღალია, ვიდრე ეს იქნებოდა მის გარეშე, ჩაკეტილ ეკონომიკაში. სარგებლიანობა გლობალიზაციის პროცესიდან უფრო დიდია, ვიდრე მისით გამოწვეული დანაკარგები.

გლობალიზაცია და საერთაშორისო ინსტიტუტები

გლობალიზაციის პროცესის განხილვა არასრული იქნებოდა ისეთ საერთაშორისო ინსტიტუტებზე საუბრის გარეშე, როგორებიცაა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ა.შ. ეს ინსტიტუტები თავიანთი მისიით გლობალური ეკონომიკური პროცესების დახვეწასა და ხელშეწყობას ემსახურებიან, რათა შემცირდეს ეკონომიკური კრიზისების ალბათობა და ხელი შეეწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას. სამწუხაროდ ხშირად ხდება, რომ ამ ორგანიზაციების კეთილი ზრახვები ასეთივე კარგი შედეგებით არ სრულდება, რის გამოც ისევ გლობალიზაციას უყენებენ პრეტენზიებს, თითქოს რომ არა გლობალიზაცია, ეს ინსტიტუტები არ იარსებებდნენ და არც პრობლემები იქნებოდა. ანტიგლობალისტები განსაკუთრებულად ხაზს უსვამენ სხვადასხვა სახელმწიფოების ეკონომიკურ სისტემათა ურთიერთდამოკიდებულებას და მას მთავარ პრობლემად ასახელებენ. სულ ახლახანს კი მათ არგუმენტებს უკანასკნელი ფინანსური კრიზისიც შეემატა – მათი მტკიცებით ამერიკის ეკონომიკაში გაჩენილმა პრობლემებმა მთელი მსოფლიო ჩაითრია ფინანსურ კრიზისში, რაც ცხადყოფს გლობალიზაციის ნეგატიურ გავლენას ნებისმიერ სფეროზე. თუმცა მათი ოპონენტები ასევე ამტკიცებენ, რომ მსოფლიო ეკონომიკური სისტემები მეტ-ნაკლებად დამოკიდებულნი გლობალიზაციის გარეშეც იქნებოდნენ და შესაბამისად კრიზისის გავრცელება გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ შემთხვევაში.

განსაკუთრებით ბევრი პრეტენზია ისმის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (ჭთO) მიმართ, რომელიც ერთის მხრივ სავაჭრო ბარიერების მოხსნის მოწოდებით გამოდის, თუმცა მეორეს მხრივ ვერ ახერხებს ყველაზე დიდი “მოვაჭრეების” – ევროპის (რომელი ერთ მთლიან სუბიექტადაა წარმოდგენილი), აშშ-ს, კანადისა და იაპონიის იძულებას ბოლომდე გახსნან საკუთარი ბაზრები სხვა ქვეყნებისთვის. პირიქით, ცნობილია ფაქტები, როდესაც ეს ქვეყნები აქტიურად იცავდნენ თავს ახალი კონკურენტების “თავდასხმებისან”. თუმცა მათ გასამართლებელ არგუმენტად ისიც შეიძლება მოვიყვანოთ, რომ არ სურთ უხარისხო პროდუქცია, რომელიც ხშირად განვითარებად ქვეყნებში იწარმოება, შევიდეს მათ ბაზარზე.  ნებისმიერ შემთხვევაში უმჯობესია “ჩამორჩენილმა” ქვეყნებმა ისევ საკუთარი განვითარებისთვის, იზრუნონ ვიდრე სხვათა იძულებისთვის.

ჭთO-სგან განსხვავებით სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი განვითარებად სახელმწიფოთა საქმეებში პირდაპირი ფინანსური ჩარევით ცდილობენ მათ დახმარებას. თუმცა ხშირად ამ საერთაშორისო დახმარებას წარმატებები არ მოჰყვება და პირიქით უკუეფექტსაც იძლევა –  იმის ნაცვლად რომ მან უზრუნველყოს განვითარებადი ქვეყნების ღარიბი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ისინი ძირითადად მთავრობებს “ეხმარებიან”. ამის მიზეზი ქვეყნებში არსებული გაუმჭვირვალე შიდა პოლიტიკა და კორუფციაა, რასაც შედეგად მოჰყვება გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების არასამართლიანად გადანაწილება. ამ ინსტიტუტების ზოგიერთი არაეფექტური დახმარების გამო, ხშირად ისევ გლობალიზაციას ადანაშაულებენ, თუმცა მე ვფიქრობ ცხადია, რომ პრობლემა არა გლობალიზაციაში არამედ თავად ამ ქვეყნებშია.
გლობალიზაცია და ტრანსნაციონალური კორპორაციები

ტრანსნაციონალური კორპორაციები (ტნკ) არ არიან შეზღუდულნი არც თავიანთი საქმიანობის არეალში და არც რესურსების მოზიდვის თვალსაზრისით მათ შორის იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მხოლოდ ახლა დაადგნენ განვითარების გზას. ეს წარმოშობს სხვა ტიპის შიშებს იმის შესახებ, რომ ასეთი კორპორაციების შემოსავალი ხშირ შემთხვევაში აღემატება ზოგიერთი მცირე ქვეყნის არამარტო ბიუჯეტს, არამედ მთლიან შემოსავალს. ამის გამო შიშობენ, რომ მათ ადვილად შეუძლიათ მოიპოვონ რეალური კონტროლი პოლიტიკურ ხელისუფლებასა და რესურსებზე. ტნკ-ებს ასევე ადანაშაულებენ ადგილობრივი წარმოების დათრგუნვაში და უცხოური პროდუქციის თავზე მოხვევაში.

რეალურად ტრანსნაციონალური კორპორაციები ჩვეულებრივი კომპანიებია, მოგების მიღების ლოგიკური მისწრაფებებით. მათი მისია შესაძლოა არ ამოიწურება მხოლოდ მოგების ნახვით და არც იმის მტკიცება შეილება რომ მათ მხოლოდ “კეთილი ზრახვები” ამოძრავებთ, თუმცა მათი სურვილები ყოველთვისაა შეზღუდული კონკურენციით, ხოლო მათ მიერ შეტანილი წვლილი ზოგიერთი ქვეყნის ეკონომიკაში ხშირ შემთხვევაში არსებითია. თუნდაც თუ გავიხსენებთ მაკდონალდსის შემოსვლას საქართველოში, მას საზოგადოების გარკვეული ნაწილი კრიტიკით შეხვდა, თუმცა მის მიერ შემოტანილმა მომსახურებისა და ხარისხის სტანდარტმა საკმაოდ დადებითი გავლენა მოახდინა ზოგადად ქართული რესტორნების ბიზნესზე, განსაკუთრებით კი “სწრაფი კვების” სფეროში.

ზოგიერთ შემთხვევაში ეს კომპანიები ახალ წარმოებებს სწორედ დაბალგანვითარებულ ქვეყნებში ხსნიან, რაც ამ ქვეყანაში ახალ სამუშაო ადგილებს აჩენს, თუმცა ამის გამო კომპანიები კრიტიკის ქარ-ცეცხლში ამჯერად  საკუთარ ქვეყნებში ექცევიან. მაგალითად, ცნობილია პოლიტიკური დებატები გერმანიაში ფოლკსვაგენთან დაკავშირებით პოლონეთში ახალი საწარმოს გახსნის წინააღმდეგ.
გლობალიზაცია და ბუნება

გლობალიზაციის განხილვისას ერთ-ერთ ყველაზე რთულ საკითხს წარმოადგენს გარემოს დაცვითი საკითხი. ამ შემთხვევაში უფრო სწორი იქნებოდა, რომ ვისაუბროთ ზოგადად ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაზიანების კავშირზე. გარემოს დამცველები მთელს მსოფლიში განსაკუთრებით უსვამენ ხაზს ინდუსტრიულ წნეხს გარემოზე. ასეთი ადამიანები აქტიურად უჭერენ მხარს სხვადასხვა შეზღუდვების დაწესებას ეკონომიკურ საქმიანობაზე. მაგალითად კალიფორნიის შტატში დაწესებულმა შეზღუდვამ აეშენებინათ ახალი ატომური, ჰიდრო თუ ნებისმიერი სხვა ელექტროსადგურები, მოსახლეობის ზრდის დიდი ტემპის პარალელურად მნიშვნელოვანი ენერგოკრიზისი გამოიწვია.

გარემოსდამცველები ასევე გამუდმებით საუბრობენ გლობალური დათბობის შესახებ, რომელიც მათი მტკიცებით გამოწვეულია უფრო და უფრო მეტი ნივთიერების ჰაერში გამოფრქვევით, რომლებიც იწვევენ მისი ტემპერატურის ზრდას, შემდგომი გართულებებით. გლობალური დათბობის პრობლემა არ შეიძლება უარყოფილ იქნას, თუმცა მისი ინდუსტრიული განვითარებით გამოწვევის მიზეზს ბევრი სკეპტიკურად უყურებს. ისინი ამტკიცებენ, რომ ტემპერატურის ცვლილებები დედამიწაზე ყოველთვის ხდებოდა და დღესაც მიმდინარეობს, რასაც კავშირი არ აქვს ინდუსტრიალიზაციასთან და მავნე ნივთიერებების გამოწვევასთან.

თუმცა ისიც ფაქტია, რომ გამოკვლევები ადასტურებს ურთიერთდამოკიდებულებას მავნე ნივთიერებების გამოფრქვევასა და კეთილდღეობას შორის. გარემოს დაბინძურება იზრდება კეთილდღეობის გარკვეულ ზომამდე, ხოლო შემდეგ როდესაც მაქსიმუმს მიაღწევს  იწყებს შემცირებას. ეს ნიშნავს იმას, რომ გარემოს დაბინძურება უფრო მეტადაა მოსალოდნელი ღარიბ, ვიდრე მდიდარ ქვეყნებში. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ დღესდღეობით განვითარებულ ქვეყნებში მაქსიმალურად ცდილობენ ისეთი ტექნოლოგიების გამოგონებას და გამოყენებას, რომელსაც გარემოს დაბინძურება მინიმუმადე დაჰყავს, რასაც ვერ ახერხებენ ნაკლებ განვითარებული ქვეყნები. ჩემი პირადი მოსაზრებით, სწორედ გლობალიზაციის დამსახურებაა ის, რომ თანამედროვე მსოფლიოში ამდენს საუბრობენ გარემოს დაცვის პრობლემებზე, მსოფლიო საზოგადოება აცნობიერებს იმას, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს ეს პრობლემა და მისი მოუგვარებლობა კაცობრიობისთვის. დღესდღეობით კალიფორნიაში მცხოვრები ამერიკელი და დელიში მცხოვრები ინდოელი ზუსტად ერთი და იმავე საფრთხის ქვეშ წინაშე ამ თვალსაზრისით. მათ აერთიანებთ საერთო პრობლემა და ამის გაცნობიერებაში სწორედ გლობალიზაციას უჭირავს უზარმაზარი როლი. საზოგადოება რომ ჩაკეტილი დარჩენილიყო, მე ვფიქრობ, ინდუსტრიალიზაცია მაინც მოხდებოდა მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანაში, რაც გარდაუვალს გახდიდა გარემოს დაბინძურებას. თუმცა გლობალიზაციის პროცესის დამსახურებით მოხდა ამ პრობლემისთვის “გლობალური საფრთხის” წოდების მინიჭება – შედეგად კი სხვადასხვა ერების წარმომადგენლები ერთობლივად ჩაერთვნენ ამ პრობლემის მოგვარების საქმეში.
დასკვნა

საბოლოოდ დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ გლობალიზაციის და კონკრეტულად ინტეგრაციის შესაძლებლობების გამოყენებით, ქვეყნები უფრო მეტად ეკონომიკურ სარგებლიანობას ნახულობენ, ვიდრე აწყდებიან სირთულეებს. საქმე იმაშია, რომ ინტეგრაციის პროცესი თანაბარზომიერად არ მიმდინარეობს და ამ პროცესში ის ქვეყნები ხვდებიან გართულებებს, რომლებიც ისევე სწრაფად ვერ ერთიანდებიან გლობალურ ეკონომიკაში, როგორც სხვები. ბოლო გამოკვლევების მიხედვით ქვეყნებმა, რომლებმაც მოახერხეს გლობალიზაციის პროცესში წარმატებულად ჩართვა, მიაღწიეს ეკონომიკურ ზრდას. ამ ქვეყნებში სიღარიბის მაჩვენებელი მცირდება. ამასთან მაღალი ინფლაცია, უმუშევრობა, სიღარიბე, ეკონომიკური სტაგნაცია დამახასიათებელია ისეთი ქვეყნებისათვის, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკური ინტეგრაციისგან მოწყვეტით ვითარდებიან.

გლობალური პროცესების გავლენა სხვადასხვა კულტურაზეც საბოლოოდ მაინც დადებითად უნდა შეფასდეს. მართალია, ადგილობრივ კულტურათა მსოფლიო ბაზარზე გატანა და შეფუთვა სწორედ დასავლური ე.წ. ვესტერნული ტექნოლოგიებით ხდება, თუმცა ის მაინც ემსახურება ამ კულტურის პოპულარიზაციას და მიმზიდველ ეგზოტიკურ ელფერს სძენს მას.

ამასთან თავად დასავლური ე.წ. ვესტერნული კულტურაც ნელ-ნელა  იცვლება, რადგან ისიც განიცდის გარკვეულ ზეგავლენას. მთელს დასავლურ სამყაროში ზრდადი ემიგრაციის ტალღები საკუთარ კვალს ტოვებს ამ კულტურაზე. მაგალითად, დღესდღეობით ინდური სამზარეულო და კინემატოგრაფია უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ინგლისში. ასევე ჯაზ მუსიკა, რომელიც თავდაპირველად შავკანიანი მუსიკოსების მიერ იქნა გამოგონებული, ჩვენს თანამედროვეობაში უკვე დასავლური კულტურის განუყოფელ ნაწილად მოიაზრება.

დღესდღეობით ინტეგრაცია გლობალიზაციის პროცესში და გლობალურ ეკონომიკაში აქტიური მონაწილეობის მიღება, შესაძლებლობას იძლევა ქვეყნებმა ნახონ სარგებელი, შეინარჩუნონ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მიაღწიონ ეკონომიკურ ზრდას და ერთად იმოქმედონ გლობალური საფრთხეების აღმოსაფხვრელად.

Posted in საზოგადოება | Leave a Comment »

შეეძლო თუ არა საქართველოს ომის პრევენცია?

Posted by anaanuki888 on January 18, 2011

 აგვისტოში განვითარებულ მოვლენებს უკვე მიეცა დეფინიცია – რუსეთ-საქართველოს ომი. თუმცაღა ამ ომის განყენებულად განხილვა ვერ მოგვცემს მოვლენის სრულ სურათს. ეს იყო ომი, რომელიც არ დაწყებულა 7 აგვისტოს და არ დამთავრებულა ნიკოლა სარკოზის მიერ მომზადებული “6 პუნქტიანი გეგმის” ხელმოწერით. მაგრამ თუკი გადავხედავთ ქართულ-რუსული ურთიერთობების დინამიკას ორივე ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის შემდეგ, ცალსახად შეიძლება ვუწოდოთ სტარტს წარმატებული. პოსტრევოლუციური საქართველო მზად იყო დიალოგისათვის რუსეთთან. მიხეილ სააკაშვილის პირველი ვიზიტი, პრეზიდენტის რანგში, სწორედ ამ ქვეყანაში შედგა. 2004 წლის 2 თებერვალს, საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტში (МГИМО) საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლამ პოზიტიური რეზონანსი გამოიწვია რუსულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში. წარმოთქმული სიტყვა შეფასებულ იქნა როგორც ახალი ეტაპი ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, ახალი სამოქმედო გეგმა, საქართველოს მიერ გამოწვდილი თანამშრომლობის ახალი ხელი. მიუხედავად ამისა, ოფიციალურმა თბილისმა დააფიქსირა საკუთარი ურყევი პოზიცია ისეთ მტკივნეულ საკითხებზე, როგორიც იყო რუსული ბაზები საქართველოში, ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა და ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული გაყინული კონფლიქტები. “ჩვენ არასოდეს შევეგუებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოსვლას საქართველოს შემადგენლობიდან”- განაცხადა სააკაშვილმა. მან აგრეთვე, რუსეთს შესთავაზა თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, ერთობლივი ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ და საზღვრის ერთობლივი კონტროლი. სააკაშვილის გამოსვლის მთავარი გზავნილი იყო საქართველოს მზადყოფნა რუსეთთან ურთიერთობების ახალი სტარტისათვის. “დღესდღეობით, რუსეთი ძლიერდება, მას შეუძლია უფრო ფართოდ უყუროს პრობლემებს და არ ეშინოდეს კონკურენციის. ასეთ ძლიერ რუსეთთან ჩვენ გვსურს მეგობრობა.” -აღნიშნავს სააკაშვილი. ამ დეტანტის ფონზე რუსეთის შედარებით, თუმცა არა აბსოლუტურად ნეიტრალური პოზიციის შედეგად, უმტკივნეულოდ გადაიჭრა აჭარის პრობლემა. თუმცაღა 2004 წლის ზაფხულში, სამხრეთ ოსეთში განვითარებულმა მოვლენებმა კვლავ დაძაბა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. გართულებული ურთიერთობების მორიგი სერია რუსი ჯაშუშების დაჭერით დაიწყო, 2006 წლის შემოდგომაზე, მას რუსეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციები მოჰყვა და რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისათვის ჩაიკეტა. მოვლენებმა კულმინაციას მიაღწია 2006 წლის ზამთარში, როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაცია და ქართველების დევნა ეთნიკური ნიშნით. აღნიშნული პროცესები მიმდინარეობს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დაჩქარებული ტემპის ფონზე. აგონიაში მყოფი რუსეთი აფიქსირებს თავის შეშფოთებას ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით 2007 წლის თებერვალში, მიუნხენის კონფერენციაზე. ვლადიმერ პუტინმა თავისი ხმაურიანი და სკანდალური გამოსვლით რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი მიაწოდა მსოფლიოს: 1) რუსეთი აღარ აპირებს შეეგუოს უნიპოლარულ სამყაროს 2) ნატოს მოახლოება რუსეთის საზღვრებთან საგრძნობლად ამცირებს ნდობის ხარისხს მათ შორის და რუსეთი სვამს შეკითხვას, ვის წინააღმდეგ ფართოვდება ალიანსი? პუტინის გამოსვლა შეფასებულ იქნა ანტიამერიკანიზმის ახალ სტანდარტად, თუმცაღა, როგორც ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა განაცხადა “თავისი ერთადერთი გამოსვლით, მან გააკეთა უფრო მეტი ევროპისა და აშშ-ს გაერთიანებისათვის, რისთვისაც ჩვენ ათწლეულები დაგვჭირდებოდა”. მიუნხენის კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა საერთაშორისო თანამეგობრობა ნატოს გაფართოების აუცილებლობაში. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა რუსეთის პრეზიდენტს მადლობაც კი გადაუხადა, “მან ნათლად და დამაჯერებლად დაგვიმტკიცა, თუ რატომ უნდა გაფართოვდეს ნატო”. 2007 წლის აპრილში, საქართველო IPAP–დან ნატოსთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე – ინტენსიურ დიალოგზე გადავიდა, რამაც ცხადი და გარდაუვალი გახადა ქვეყნის ინტეგრაცია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში. ამ დროიდან მოყოლებული რუსეთის ხელისუფლება ცალსახად ცდილობდა ხელი შეეშალა საქართველოს გაწევრიანების პროცესისათვის, ახდენდა რა კონფლიქტურ რეგიონებში სიტუაციის ესკალაციას და იწვევდა პოლიტიკურ კრიზისებს ქვეყნის შიგნით, ვინაიდან საქართველოზე კონტროლის დაკარგვა ნიშნავს კონტროლის დაკარგვას ამიერკავკასიაზე და რუსეთის დამარცხებას ამ რეგიონში. საბოლოოდ, რუსეთმა მოახერხა დაერწმუნებინა ევროპა, რომ საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება ბუქარესტის სამიტზე 2008 წლის 2-4 აპრილს ევროპული უსაფრთხოებისათვის დამატებითი თავსატეხი გახდებოდა. ალიანსმა თავი შეიკავა საქართველოს ახალ ეტაპზე გადასვლისაგან, თუმცა ბუქარესტის დეკლარაციამ საქართველო და უკრაინა ალიანსის პოტენციურ წევრებად აღიარა. ამ მოვლენამ რუსეთს “ხელები გაუხსნა” საქართველოში და დაიწყო აქტიური ქმედებების განხორციელება რეგიონში გავლენის აღსადგენად. პირველ რიგში ნორმატიული ბაზა იქნა სრულყოფილი და მორგებული ქვეყნის იმპერიალისტურ პოლიტიკაზე: 1) ცვლილება იქნა შეტანილი სამხედრო დოქტრინაში, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საომარი მოქმედებების წარმოების უფლება მიეცათ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. 2) საგარეო პოლიტიკის კონცეფციაზე დაყრდნობით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატებმა 2008 წლის იანვარში მოამზადეს რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიმოხილვა (Обзор внешней политики РФ), რომელშიც განისაზღვრა ქვეყნის საგარეო ვექტორები და პრიორიტეტები. ა) მიმოხილვა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვალეობად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამოქალაქეებისა და თანამემამულეების დაცვას მიიჩნევს. თუ გავიხსენებთ, როგორი ინტენსიური ტემპით არიგებდა რუსეთის ხელისუფლება რუსულ პასპორტებს კონფლიქტურ რეგიონებში და თუ რა მიზეზით მოხდა რუსეთის საქართველოში ინტერვენცია, ყველაფერი ნათელი ხდება. “ჩვენ ვიცავთ ჩვენს თანამოქალაქეებს ქართული აგრესიისაგან” – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა აგვისტოს მოვლენების დროს. ბ) აღნიშნული დოკუმენტი დსთ-ს რუსეთის მთავარ საგარეო პრიორიტეტად ასახელებს. კოლექტიური უსაფრთხოების, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის “ჰარმონიას” არღვევს მხოლოდ საქართველო. უფრო სწორად, “მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი, რომელიც დაფუძნებულია ეთნიკურ ნაციონალიზმზე და დასავლური ქვეყნების, პირველ ყოვლისა აშშ-ს მხარდაჭერით სარგებლობს. თბილისი ატარებს პოლიტიკურ ხაზს, რომელიც მიმართულია არსებული სამშვიდობო და მოლაპარაკებათა ფორმატების რადიკალურ ცვლილებებისაკენ, რის შედეგადაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაციის გართულებას აქვს ადგილი.” – საუბარია მიმოხილვაში. აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ნათელი ხდება, რომ აგვისტოს კამპანია, მიზნად ისახავდა საქართველოში არსებული ხელისუფლების დამხობას და მისი ახალი, პრორუსული პოლიტიკური ელიტით ჩანაცვლებას, რასაც არც კი მალავდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მოითხოვდა რა სააკაშვილის ხელისუფლების გადადგომას. ნორმატიული ბაზის უზრუნველყოფის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება იწყებს საჯარისო შენაერთების მობილიზაციას ჩრდილო კავკასიაში, სამხედრო წვრთნების “კავკასია 2008”-ის ფარგლებში, რაც ნიშნავდა საქართველოს საზღვრებთან უპრეცედენტო ძალის კონცენტრაციას. გარდა ამისა, ცხინვალის რეგიონიდან ხორციელდებოდა მოსახლეობის სწრაფი ტემპებით გახიზვნა-ევაკუაცია, რაც ბუნებრივია, ეჭვს ბადებდა და ნათელს ხდიდა რუსეთის განზრახვას. ზემოაღნიშნული მოვლენები საქართველოს ხელისუფლებას ყურადღების მიღმა არ დარჩენია. საქართველო ცდილობდა სიტუაციის ესკალაციის პრევენციას. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანას უმაღლეს დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, უმტკიცებდა მსოფლიოს საფრთხის არსებობის შესახებ და ცდილობდა ფარდა აეხადა რუსეთის “საზაფხულო” გეგმებისათვის საქართველოში. ისმის შეკითხვა: რატომ არ, ან ვერ დაიჯერა მსოფლიომ აგრესიის საფრთხე? მსოფლიო უსმენდა საქართველოს, მაგრამ არ ესმოდა მისი, რაც ძირითადად გამოწვეული იყო რუსეთის ნორმატიული რიტორიკით. ნოვატორული და მსოფლიოს უკეთსობისაკენ შეცვლის იდეებით რუსეთი კარგად ახერხებდა შეენიღბა ნეოიმპერიალიზმი. თუმცაღა, ეს ნეოიმპერიალიზმიც, სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა გადმონაშთი, კარგად დავიწყებული ძველი. და თუკი დინ აჩესონს დავესესხებით, რუსეთმა დაკარგა იმპერია, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ იპოვა საკუთარი ადგილი. რუსეთისგან ასეთ ქმედებებს XXI საუკუნეში არავინ ელოდა. საქართველო ელოდა, თუმცა მისი აღკვეთა არ შეეძლო. პოსტ ფაქტუმ რთულია მსჯელობა, როგორ შეიძლებოდა აგვისტოს მოვლენების თავიდან აცილება, ცხადია, ბილეთი ნატოში გახდებოდა საქართველოს ხელშეუხებლობის გარანტი. თუმცა ნატოს მე-5 მუხლი, რომელიც თავად ნატოს წევრებისთვისაც კი ხშირად ორაზროვანია და რომელიც პრაქტიკაში მხოლოდ ერთხელ 2001 წლის 12 სექტემბერს იქნა გამოყენებული, როგორ იმოქმედებდა საქართველოსთან მიმართებაში ცალსახად ბუნდოვანია. საქართველოს მომავალი უსფრთხოება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსზე გადის და საქართველო რუსეთის ომის შემდეგ, უპრიანი იქნებოდა ალიანსს გამოეყენებინა ე.წ. სპეციალ ცასე (აღნიშნული პრეცედენტი ასებობს თურქეთის და საბერძნეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით). კავკასიაში მშვიდობის გარანტად თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯებ ერდოგანის ინიციატივით უნდა გახდეს ახალი უსაფრთხოების პლატფორმა: შეთანხმება რეგიონული უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებზე. კავკასიაში 5 ქვეყნის აღიარება (თურქეთი, საქართველო, სომხეთი, აზებაიჯანი და რუსეთი) და რუსეთის ჩართვა ამ ფორმატში გამოიწვევს მის განეიტრალებას. აღნიშნული გზისთვის საქართველოს რომც მიემართა, რთულად წარმოსადგენია, რომ რუსეთი, რომელიც არღვევს უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაციის გაეროს პრინციპებს და რეზოლუციებს, რომლებიც მის მიერვეა მიღებული, იქნებოდა განეიტრალებული რეგიონული უსაფრთხოების პლაცდარმით. და ბოლოს, საქართველოს, რასაკვირველია შეეძლო ომის პრევენცია და საერთოდ აღკვეთაც კი, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმისა და საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის ფასად. დღესდღეობით, შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას. პრეზიდენტ სააკაშვილის წლიურ ანგარიშში, რომელიც მან 2009 წლის 12 თებერვალს პარლამენტის წინაშე წაიკითხა, საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს საკითხად რუსეთთან საერთო ენის გამონახვა დაასახელა და გამოხატა მზადყოფნა დიალოგის დასაწყებად.

Posted in პოლიტიკა | Leave a Comment »

სამარშრუტო ტაქსები მალე ყვითელი ავტობუსების ბედს გაიზიარებენ

Posted by გვანცა ჩხეიძე on January 18, 2011

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით ყვითელი ავტობუსების რიცხვმა საქართველოში იკლო, ბევრი მათგანი კი საერთოდ გაუქმდა. ამის მიზეზად, საკრებულო ასახელებს აქამდე მოქმედი ავტობუსების არარეალურ სიგრძეს, რაც იწვევდა ზარალს. თუმცა ხალხი აღშფოთებულია. მათ სატრანსპორტო ხარჯები გაუორმაგდათ და გაუსამმაგდათ. ასევე გაიზარდა ყვითელი ავტობუსების გადასახადიც, მგზავრს უკვე 50 თეთრის გადახდა უწევს.

როგორც ამბობენ, გადასახადი კიდევ მოიმატებს, სავარაუდოდ, მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა 80 თეთრი გახდება.
გამოკითხული მგზავრები ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოხატავენ. მეტიც, მე არ მინახავს მგზავრი, რომელიც საკრებულოს ინიციატივას, ავტობუსების გაუქმების შესახებ, მისალმებოდეს. თბილისელი მასწავლებელი, სამი შვილის დედა, ნანი ფოფხაძე, ყველაფერს მთავრობის მხრიდან ბიუჯეტის შევსების სურვილს უკავშირებს.
ნანი ფოფხაძე: ,,მე და ჩემი ქმარი ყოველი თვის ბოლოს ფულს ისე ვანაწილებთ, რომ საჭმელშიც გვეყოს, კომუნალურ გადასახადებშიც და მგზავრობაშიც. დანაზოგს ვერასოდეს ვაკეთებთ, ვცდილობთ, როგორმე ვიმყოფინოთ. ძალიან შეწუხებული ვარ იმით, რაც ჩვენს ქალაქში ხდება, მგზავრობის საფასურში ორჯერ მეტის გადახდა მჭირდება, ვიდრე აქამდე. ჩემი შემოსავალი, ნამდვილად ვიცი,  ვერ გასწვდება ამდენს, მაგრამ სახლში რომ დავჯდე და არსად გავიდე ვერც საჭმლის ფულს ვიშოვნი. მერიამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ წლის ბოლოა, ბიუჯეტში თანხები შემოაკლდათ, ახლა ამ თანხების დაფარვა სურთ და ამისთვის აქ არ ვართ უბრალო ხალხი? ჩვენზე ადვილი გასაყვლეფი ვინაა?”
საავტობუსო ხაზების შეკვეცა_შემცირების გადაწყვეტილების დადებით მხარეზე საუბრისას, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაუქმებული ხაზებიდან დარჩენილი ავტობუსები სხვა ხაზებს დაამატეს და მოკლე მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები ბევრად უფრო ნაკლები დროის შუალედით ივლიან, ვიდრე ეს აქამდე იყო, რაც მგზავრებს დროის ეკონომიას გაუკეთებს.

ხელისუფლების ეს არგუმენტები, ერთი შეხედვით ლოგიკურია, მაგრამ სატრანსპორტო დაგეგმარების სპეციალისტები აცხადებენ, რომ თბილისის ვიწრო გზები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ  ძალიან მოკლე დროის შუალედში მოძრავი ბევრი ავტობუსი ,,აიტანოს”.
სატრანსპორტო დაგეგმარების სპეციალისტი _ იური ბენდელიანი ამბობს: ,, ავტობუსები რაც ნაკლებ დროში ივლიან ეს მგაზავრობას ნამდვილად გააადვილებს, მაგრამ არავინ საუბრობს იმ დაკარგულ დროზე, რაც რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლით იქნება გამოწვეული. მაგალითად, საავტობუსო რეფორმის შემდეგ გლდანიდან ორთაჭალაში მიმავალ მგზავრს 3-4 ტრანსპორტის გამოცვლა უწევს, როცა აქამდე მაქსიმუმ 2 ტრანსპორტი სჭირდებოდა”.
ლადო გიორგანაშვილი _ სტუდენტი: ,, ძალიან დიდ სიძნელეებს უკავშირდება ჩემი ყოველი დღე. ვცხოვრობ ვაშლიჯვარში, გამიუქმეს ორივე ავტობუსი, რაც უნივერსიტეტამდე მოდიოდა. თუ ადრე 20 წუთში უნივერსიტეტში ვიყავი, ახლა 1 საათი და მეტი მჭირდება მგზავრობისთვის, ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს დაგვიანება ლექციებზე, რის გამოც შენიშვნებსაც ვიღებ. ხელისუფლების წევრებისთვის შესაძლებელია არაფერს ნიშნავს მსგავსი საკითხები, მათ ხომ არც ავტობუსების რამდენიმეჯერმე გამოცვლა უწევთ, არც მათი ლოდინი და არც დიდი ლოდინის შემდეგ ჭყლეტვაში მოყოლა?! მთავრობას ხომ ხალხი არ ადარდებს.”
სამარშრუტო ტაქსები მალე ყვითელი ავტობუსების ბედს გაიზიარებენ, ისინი მერიის დაქვემდებარებაში იქნებიან, კერძო მანქანები მხოლოდ შემოწმების გავლის შემდეგ იმოძრავებენ ქალაქში.

საზღვარგარეთიდან მთავრობას ახალი სამარშრუტო ტაქსები ჩამოჰყავს და მომუშავე მძღოლების მხოლოდ 15-20% დასაქმდება.
დატოვებენ  მხოლოდ იმ მძღოლებს, რომლებმაც ჭკუა იხმარეს და ახალი მარშრუტები იყიდეს. დანარჩენები კი უმუშევრობისთვის არიან განწირულნი. სავალალო მდგომარეობაა.

 

სურათები გამოყენებულია http://www.google.com

Posted in საზოგადოება | Leave a Comment »

კანადელების წერილი საქართველოს ნაკრებს

Posted by ქეთი აბაშიძე on January 18, 2011

ნოემბერში თბილისს კანადის ეროვნული ნაკრები სტუმრობდა. “ნეკერჩხლის ფოთლებმა” 20 ნოემბერს “ბორჯღალოსნებთან” ტესტ მატჩი გამართეს, რომელიც ჩვენი ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა – 22:15. აღსანიშნავია, რომ კანადელები თბილისში თამაშამდე ერთი კვირით ადრე გვესტუმრნენ და მატჩისთვის ადგილზე ემზადებოდნენ. ახლახან საქართველოს რაგბის კავშირში, პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძის სახელზე კანადიდან წერილი მოვიდა, რომელსაც კანადის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი გრემ ბრაუნი აწერს ხელს.

“ძალიან ვწუხვარ, თბილისში თამაშის სანახავად რომ ვერ ჩამოვედი. ვაღიარებ, სავსებით მართალი იყავით, როცა შარშან დენვერში მითხარით – “ეს თამაში საქართველოში რომ ყოფილიყო, ნახავდით ჩვენი ნაკრები რა ძაალააო”.

დიდ საქმეს აკეთებთ და თქვენი ძალისხმევა ყოველმხრივ დასაფასებელია. კანადის ნაკრების მოთამაშეების, მწვრთნელებისა და კანადის რაგბის კავშირის სახელით მადლობას მოგახსენებთ პირადად თქვენ და საქართველოს რაგბის კავშირს გულთბილი მიღებისთვის და სტუმართმოყვარეობისთვის, რომელიც ჩვენი ნაკრების თბილისში სტუმრობისას გამოიჩინეთ.

20 ნოემბერს გამართული საქართველოსა და კანადის ნაკრებების ტესტ მატჩი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ორივე რაგბის კავშირისთვის. აქამდე ჩვენი ნაკრებები ხომ მხოლოდ ერთხელ ეთამაშნენ ერთმანეთს. საქართველოში კი სულაც პირველად ვითამაშეთ. ვულოცავ საქართველოს ნაკრებს ბრწყინვალე გამარჯვებას. ძალიან მახარებს ქართველი ქომაგების შესანიშნავი გულშემატკივრობა.

წაგების მიუხედავად, ვიცი, რომ ჩვენი გუნდი მოედნიდან მეტოქის მიმართ უდიდესი პატივისცემის გრძნობით გამოვიდა. ქართველი მორაგბეები ვაჟკაცურად, ბოლომდე შემართებით თამაშობდნენ სამშობლოს სასახელოდ, ეს კი, განსაკუთრებით საამაყოა.

ჩვენ კანადელებს, თბილისში ვიზიტი დიდხანს გვემახსოვრება. ამის მიზეზია ის შესანიშნავი პირობები, უგემრიელესი კერძები, მსოფლიო კლასის სავარჯიშო და სათამაშო იმფრასტრუქტურა, რომლითაც ჩვენი ნაკრები სარგებლობდა.

საქართველოში რაგბის განვითარების შთამბეჭდავი მასშტაბები თქვენი რაგბის კავშირის მუშაობის შედეგიანობაზე მეტყველებს, ისევე როგორც ევროპის ჩემპიონატის მოგება 19-წლამდელთა შორის და 2011 წლის მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვება.

ვიმედოვნებ, რომ ჩვენს რაგბის კავშირებს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობა საშუალებას მოგვცემს, ერთ დღეს კანადაში საქართველოს ნაკრებს ვუმასპინძლოთ.

გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს პირადად თქვენ და საქართველოს რაგბის კავშირს.”

Posted in სპორტი | Leave a Comment »

ჯინსების საღამო “სოთი კლუბში” და “დიზელის” ჩვენება

Posted by გვანცა გიორგობიანი on January 17, 2011

“სოთი კლუბში” “დიზელის” ჩვენება” და ჯინსების “ფართი” გაიმართა, საღამო მომღერლებმა გააგრძელეს და ბოლოს “დიჯეიმ” დაასრულა.
მოდელი გოგონები “დიზელის” სამოსში  მოდელი ბიჭები “დიზელის” სამოსში გვანცა გიორგობიანი “სითი კლუბის” პიარ მენეჯერი და “ივენთის” ორგანიზატორი (შუაში) დუდი და ლიკა გიორგი და თეონა კოკო მოქელაძე პრიზების გადაცემა პრიზი გადაეცა ადამიანს, რომელსაც დიზელის ფირმის სამოსი ეცვა პრიზი გადაეცა გოგონას, რომელიც ყველაზე ორიგინალურად გამოიკურებოდა მომღერალი – დათუნა მგელაძე მომღერალი – თეონა კოროშინაძე ჩვენების დასასრული

Posted in ფოტორეპორტაჟი | Leave a Comment »

ტურისტული სააგენტოები

Posted by natia bakradze on January 17, 2011

საქართველოში საკმაოდ ბევრი ტურისტული სააგენტო არსებობს, ესენია: “ენ ტური”, “ულტრა ტური” “ასა”, “მილენიუმი” და ა.შ.

სააგენტოებში კლიენტებს ემსახურებიან ტურისტული ოპერატორები, რომელთა კომპეტენციაში შედის კლიენტებთან გასაუბრება, მათთვის ხელსაყრელი  პირობებისა და ოპტიმალური ფასების შეთავაზება. ტურისტულ სააგენტოში კლიენტს შეუძლია აიღოს მომსახურების სრული, ან არასრული პაკეტი, საკუთარი სურვილისა და ეკონომიური მდგომარეობის შესაბამისად.

ტურისტული სააგენტო “ულტრა ტური”, რომელიც ჩამოყალიბებულია 2004 წელს, მდებარეობს მეტეხის #22-ში, “ბიზნეს ცენტრი მეტეხის” პირველ სართულზე. აქ კლიენტებს ავიაბილეთების შეძენაც შეუძლიათ.

კომპანიას 2008 წლის გაზაფხულამდე ტურები მხოლოდ დუბაიში ჰქონდა, ახლა კი სააგენტო კლიენტს სთავაზობს აფრიკის კონტინენტს, კერძოდ ეგვიპტეს, დუბაისა და ტუნისს, აზიას – მალაიზია, ინდოეთი, სინგაპური, ტაილანდი და ევროპას – იტალია, საფრანგეთი, ჩეხეთი და უახლოეს მომავალში ხორვატიაც. არის  ”shopping “ და დასასვენებელი ტურები.

“ულტრა ტურში” კონკრეტულ შეკვეთებს არ იხილავენ, რადგან არაპროფესიონალურად მიიჩნევენ. თვლიან, რომ სრულიად გაუმართლებელია, კლიენტს შესთავაზო ის, რაც ჯერ არ დამუშავებულა. კომპანიის აზრით, ეს ბევრ ცდომილებას გამოიწვევს, რაც კლიენტთა უკმაყოფილების საბაბი გახდება. თუმცა როდესაც ახალი მიმართულებით გამგზავრების სურვილი ბევრს გაუჩნდება, იგი დღის წესრიგში დგება და ამას განიხილავენ.

სააგენტოში VIP ტურები (ინდივიდუალური და ძვირადღირებული შეკვეთები) დამოკიდებულია უპრობლემო სავიზო რეჟიმსა და სიიაფეზე.

“ულტრა ტური” სამომავლოდ გეგმავს სასწავლო ტურების დამატებას. 7-25 წლამდე მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეეძლებათ არდადეგების დროს დიდ ბრიტანეთში გამგზავრება, სადაც უკვე არჩეული პროფილის შესაბამისად განაგრძობენ სწავლას. სწავლის ხანგრძლივობაც მათ ნება-სურვილზეა დამოკიდებული.

სააგენტო სამომავლოდ გეგმავს კრუიზებს გარკვეულ კონტინენტებზე, ან მსოფლიოს გარშემო. პაკეტი კლიენტების სხვადასხვა გემოვნების მიხედვით იქნება დაკომპლექტებული: გურმანთათვის, გართობის მოყვარულთათვის, ბავშვიანებისთვის და ა.შ.

კრუიზის ხანგრძლივობა იწყება 12 დღიდან და თუ კლიენტის სურვილია, გრძელდება მთელი წლის განმავლობაში. დროის მიხედვით, ფასებიც განსხვავებულია: ევროპის თორმეტდღიანი კრუიზის ღირებულება შეადგენს 10 000 ევროს, ერთწლიანის, მთელი მსოფლიოს გარშემო კი 250 000 ევროდან ზემოთ.

საქართველოდან ყველაზე ხშირად დასასვენებლად მიდიან თურქეთში, რაც განპირობებულია მომსახურების მაღალი ხარისხითა და სიიაფით. (სააგენტო საკუთარ თავზე იღებს ბილეთების შეძენას, ტურისტთა დაბინავებას, ტრანსფერ – მომსახურებას, სასტუმროს დაჯავშნასა და ექსკურსიებს).

აგრეთვე ხშირია მოთხოვნა ეგვიპტეზე, (მხოლოდ ნოემბერსა და დეკემბერში), დუბაიზე – შემოდგომობით და ევრობის ყველა ქვაყანაზე, განსაკუთრებით საახალწლოდ.

მგზავრობის სიხშირის სტატისტიკა კომპანიის ტურ – ოპერატორებს კონფიდენციალურ ინფორმაციად მიაჩნიათ გაურკვეველ მიზეზთა გამო და ამას არ ამხელენ, თუმცა კრუიზებზე ამბობენ, რომ ეს ძირითადად VIPP კლიენტებზეა გათვლილი, რომელთა რაოდენობა წელიწადში 10 – 15 – ს არ აღემატება.

“ულტრა ტურს” შიდა ტურიზმი არ გააჩნია.

ტურისტული სააგენტო “ენ ტური” მდებარეობს ზაქარია ფალიაშვილის #110-ში. იგი ჩამოყალიბდა 1999 წლის 5 მაისს და  საქართველოში ყველაზე მასშტაბურ და წამყვან ტურისტული სააგენტოს წარმოადგენს, სადაც არ აქვს მნიშვნელობა, კლიენტი ხარ თუ უბრალოდ დაინტერესებული პიროვნება, მაინც  კარგად გიღებენ და ხალისითა და მონდომებით პასუხობენ დასმულ კითხვებს.

სააგენტოს ბევრი სამომავლო გეგმა აქვს, თუმცა, ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობაზე.

“ენ ტური” კლიენტებს სთავაზობს ჯგუფურ გასვლას ისრაელში ერთი კვირით ყოველ პარასკევს. მომსახურებაში შედის სასტუმრო, ექსკურსიები, ტრანსფერ – მომსახურება (დახვედრა – გამოცილება) და ა.შ. აგრეთვე სთავაზობს განსხვავებულ ტურებს წითელი ზღვის სანაპირო “ელედაზე” ხუთი დღით, რასაც ემატება ორდღიანი დასვენება იერუსალიმში წმინდა ადგილების მოსანახულებლად..

“ენ ტური” დღეს  კლიენტებს სთავაზობს ახალ ტურებს თურქეთის, ეგვიპტის, ინდოეთის, ტაილანდის, ჩინეთის, სინგაპურის, ინდონეზიისა და მალაიზიის მიმართულებით.

სააგენტო კლიენტებს ინდივიდუალურ ტურებსაც სთავაზობს. განსაკუთრებული მოთხოვნაა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებზე, სადაც კლიენტები ძირითადად საყიდლებზე დადიან.

“ენ ტური” მზადაა შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილოს კლიენტთა ნებისმიერი სურვილი. იგი არ ამბობს უარს იმ მიმართულებებზე, რომლებიც აქამდე სააგენტოში არ არსებობდა

საქართველოდან ყველაზე ხშირად მიემგზავრებიან თურქეთში, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალდაქორწინებულნი ზამთარშიც არ ამბობენ თურქეთში გამგზავრებაზე უარს, რაც ფასის სიიაფით, უმაღლესი მომსახურებითა და საინტერესო პროგრამითაა განპირობებული. ზამთრის პერიოდში დიდია მოთხოვნა ეგვიპტეზე, ტაილანდსა და ისრაელზე.

როდესაც სააგენტოში მგზავრობის სიხშირე დიდია, კეთდება ყოველდღიური “ჩარტერები” , ანუ სააგენტო თავად ქირაობს თვითმფრიმავს პირდაპირი რეისით კონკრეტული ქვეყნისკენ.

როგორც გაირკვა, ბევრი სააგენტო, რომლებსაც ჩარტერები არ აქვთ, თანამშრომლობენ “ენ ტურთან”.

თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს “N tour georgia”, რომელიც ემსახურება შიდა ტურიზმს. აქ იგეგმება ტურები გუდაურსა და ბაკურიანში, რაც გათვლილია როგორც ქართველ, ისე უცხოელ კლიენტებზე. მომსახურების პაკეტში შედის გამგზავრება, გასართობი პროგრამა , სასტუმრო, კვება და ა.შ.

“N tour georgia” მზადაა ორგანიზება გაუწიოს კლიენტთა ნებისმიერი მიმართულებით გამგზავრებას. ტურისტს შეუძლია აირჩიოს მომსახურების სრული, ან არასრული პაკეტი საკუთარი სურვილის შესაბამისად. ყოველივე ეს შეთანხმებადია თვით სააგენტოსთან, რომელიც ცდილობს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას კლიენტს.

როგორც გაირკვა, “N tour georgia” – ში ზამთრის სეზონზე უპირატესი მოთხოვნა ბაკურიანსა და გუდაურზეა, წლის დანარჩენ დროებში კი აქტუალურია მცხეთა, სტეფანწმინდა, ლიკანი და ა.შ.

ტურისტული სააგენტო “ასა” მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირზე. იგი საკმაოდ დაბალმასშტაბური  დაწესებულებაა, სადაც მუშობს მხოლოდ ორი თანამშრომელი. “ასა” დაარსებულია 1997 წელს და კლიენტს სთავაზობს ტურებს ევროპისა და სხვა ქვეყნებში, სხვადასხვა კუნძულებზე, ეგვიპტესა და თურქეთში. ტურის ხანგრძლივობის მაქსიმალური ვადაა 20 დღე, მინიმალური კი შეზღუდული არ არის.

“ასას” მონაცემებით, საქართველოდან ყველაზე ხშირად მიემგზავრებიან თურქეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, თუმცა აღსანიშნავა ისიც, რომ ძალზე ჭირს ვიზები ევროპაში “შენგენის” ქვეყნებზე.

მგზავრობის სიხშირის მაჩვენებელი სეზონურად მერყეობს. ზაფხულში და საახალწლოდ  იგი უფრო მაღალია. სააგენტო ზუსტ მონაცემებს ან არ ამხელს, ან სტატისტიკა საერთოდ არ აქვს.

“ასა’ ეწევა შიდა ტურიზმსაც. მომსახურების პაკეტში შედის კლიენტთა დახვედრა, სასტუმროში დაბინავება. ექსკურსიები და ა.შ.

ტურისტები უპირატესად მოითხოვენ ტურებს თბილისსა და მცხეთაში, აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა მხარეებში.

ტურისტული სააგენტო “მილენიუმი” მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირზე. იგი დღეს კლიენტს სთავაზობს ტურებს თურქეთში, ეგვიპტესა და დუბაიში, აგრეთვე ე.წ. “შენგენის” ქვეყნებში, კერძოდ საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში. სააგენტოში შესაძლებელია ავიაბილეთების შეძენაც.

მომსახურების სრულ პაკეტში შედის სასტუმრო, გიდი და  ტრანსფერ – მომსახურება, სააგენტო თავის თავზე არ იღებს ვიზის მოწესრიგების საკითხს, ანუ საკონსულო საქმეებში არ ერევა.

“მილენიუმს” კავშირი აქვს დამყარებული საკმაოდ ძლიერ ტურისტულ სააგენტო “Tez tour” – თან, რომლის წარმომადგენლობა უკრაინაშია. “Tez tour” – ის სააგენტოები არსებობს რუსეთსა და ყაზახეთში. მისი დახმარებით ბევრი პრობლემისა და საკვანძო საკითხის მოგვარება მარტივდება.

“ჩარტერის” საჭიროების შემთხვევაში “მილენუიმი” თანამშრომლობს ტურისტულ სააგენტო “ენ ტურსა” და უფრო ხშირად “ინტერკონტინენტალთან”.

“მილენიუმის’ ისტორიაში ხშირია შემთხვევა, როდესაც მათთან მისულა კლიენტი თითქოს დასასვენებლად გამგზავრების სურვილით, სინამდვილეში კი იმ ქვეყანაში დარჩენა ჰქონია მიზნად დასახული. ამ შემთხვევაში სააგენტო ძალზე მობილიზებულია და მას ეს საკითხი ძნელად თუ გამოეპარება, რადგან დიდია პასუხისმგებლობა საკუთარ და მოკავშირე სააგენტოს რეპუტაციაზე. მსგავს შემთხვევაში სააგენტოს ურთიერთობა უფუჭდება ქვეყანასთან და, ბუნებრივია, რთულდება მისი საქმიანობაც.

“მილენიუმში” ზაფხულობით ძალზე ხშირია მოთხოვნა თურქეთზე, ზამთრის სეზონზე კი ეგვიპტესა და დუბაიზე. იშვიათად მოთხოვნადია საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი, სადაც ძირითადად მიემგზავრებიან წყვილები, ოჯახები, ბავშვთა ჯგუფები… იქ მათ ხვდებათ გიდი, ტრანსპორტი და შემდგომ ბინავდებიან სასტუმროში.

მგზავრობის სიხშირე სეზონურად მერყეობს “მილენიუმში”. ზაფხულობით ტურები უფრო ხშირად მოთხოვნადია, ზამთარში კი მათი რიცხვი მკვეთრად მცირდება.ზუსტი სტატისტიკა კი სააგენტოს არ აქვს.

“მილენიუმი” ეწევა შიდა ტურიზმსაც. აქვს მარშრუტი თბილისი – მცხეთა, რომლის ხანგრძლივობაც შეადგენს 3 – 4 დღეს და საკმაოდ პოპულარულია. აგრეთვე არსებობს ტურები ქვეყნის მასშტაბითაც, სვანეთისა და სტეფანწმინდის მიმართულებით ერთი კვირის განმავლობაში, რომელიც გათვლილია ექსტრემალური დასვენების მოყვარულ კლიენტებზე და ამიტომაც მათზე მოთხოვნა იშვიათია.

“მილენიუმს” აქვს ღვინის ტურები კახეთში სიღნაღის, ბოდბის, ლაგოდეხისა და ყვარელის მიმართულებით, სადაც იმართება ღვინის დეგუსტაცია და ფესტივალები.

მომსახურების სრულ პაკეტში შედის ტრანსფერ – მომსახურება, სასტუმრო კვებით, ან კვების გარეშე, და ექსკურსიები.

ტურისტული სააგენტო “მილენიუმი” დიდ იმედს ამყარებს საქარველოში ტურიზმის განვითარებაზე და უამრავი გეგმა აქვს დასახული მიზნად…

Posted in ეკონომიკა | Leave a Comment »

საახალწლო ფასდაკლება თბილისში

Posted by natia bakradze on January 17, 2011

თბილისის მაღაზიების ვიტრინებზე უკვე გაჩნდა “sale” წარწერა, რომელიც საახალწლო ფასდაკლებებს იუწყება. სეილები იწყება 10%-დან და  ზოგიერთ მაღაზიაში 70 პროცენტსაც აღწევს.ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია “lewis’s store”_ში 20-დან 70%-მდე ფასდაკლებაა ძველსა და ახალ კოლექციაზე, თუმცა “მანგოში” მხოლოდ ძველი კოლექციაა ჩამოფასებული, აქ შეგიძლიათ 120 ლარიანი ფეხსაცმელი სულ რაღაც 71 ლარად შეიძინოთ. კოლექციის განახლება ხდება კვირაში ორჯერ, სამოსი შემოდის ისრაელიდან. ფასდაკლება 50 პროცენტს აღწევს.

მაღაზია “twigy” – ს ბრაზილიურ და იტალიურ ჩუსტზე აქვს 30 – 50 პროცენტიანი ფასდაკლება. აქ შეგიძლიათ  135 ლარიანი “barbie” – ს ულამაზესი ფეხსაცმელი 70 ლარად შეიძინოთ. მაღაზიის მენეჯერი აცხადებს, რომ ჩამოფასებულია ყველანაირი სახის, ძველი და ახალი კოლექცია, მაგრამ ფასებს თუ კარგად დავაკვირდებით შევნიშნავთ, რომ ზოგიერთი ფეხსაცმელი 30 და 50 პროცენტიანი ფასდაკლების შესამაბისად არ არის ჩამოფასებული. ეს, შესაძლოა, განაპირობა იმ ფაქტმაც, რომ მაღაზიებში ხალხის უმეტესი ნაწილი მხოლოდ სეილების დროს დადის, რასაც მენეჯერები ითვალისწინებენ და ცრუ ფასდაკლებებით იზიდავენ კლიენტს.

ოპტიკური მაღაზია“Royal optics” 10 – 30 პროცენტიან ფასდაკლებას გვთავაზობს, მაღაზია – სალონ  “პოდიუმში” კი 50 პროცენტიანი ფასდაკლებაა. როგორც მაღაზიის მენეჯერი ინგა თელია აღნიშნავს, “პოდიუმში” ამხელა სეილი არასოდეს ყოფილა.

მაღაზიაში კოლექციას თვეში ორჯერ ანახლებენ, აქ 570 ლარიან შარვალს ფასდაკლების დროს შეიძენთ 245 ლარად, 890 ლარიან  ფეხსაცმელს კი 445 ლარად.

შესაძლოა ითქვას, რომ “პოდიუმში” კოლექცია ნამდვილად ჩამოფასებულია და ვიტრინაზე გაკრული “sale” – წარწერაც რეალურია.

აღსანიშნავია ისიც, რომ წინასაახალწლო პერიოდთან დაკავშირებით ყველა მაღაზიას არ გამოუცხადებია ფასდაკლება, მათ რიცხვში შედის “New trand, “ვენეცია” , “რომი” და ზოგიერთი სხვა. . .

რაც შეეხება ინტერნეტ საიტებს,  http://www.forewer21.com – სა და http://www.amazon.com – ზე აგრეთვე დიდი  სეილებია როგორც სეზონურ, ისე არასეზონურ პროდუქციაზე. ფასდაკლებები მოქმედებს 50 – 70 პროცენტის ფარგლებში.

ამრიგად, თუ  საყიდლებზე წასვლა გადაწყვიტეთ და შედარებით დაბალ ფასად გსურთ სამოსისა თუ აქსესუარის შეძენა, გაიარეთ თბილისის მაღაზიებში და სრულიად  შესაძლებელია იპოვოთ ის, რასაც ეძებთ, ოღონდ წინასწარ უნდა დარწმუნდეთ იმაში,  რომ თქვენი შენაძენი რეალურად ჩამოფასებულია  . . .

Posted in ეკონომიკა | Leave a Comment »

ქართული “ბენდები”

Posted by გვანცა გიორგობიანი on January 17, 2011

 

საქართველოში ძალიან ბევრი ცნობილი, თუ უცნობი “ბენდია”. არსებობს ბრასს ბანდ (სასულე ორკესტრი), ჯაზზ ბანდ (ჯაზის ორკესტრი), სტრინგ ბანდ (სიმებიანი ორკესტრი). თითოეულ მათგანს თავისი ხიბლი აქვს და შესაბამისი მსმენელი ჰყვს. საქართველოში ყველაზე აქტუალური მაინც ჯაზზ ბანდ-ია.
Aგორა ლივე ბანდ- ხუთი ადამიანსაგან შედგება: რამაზ ხატიაშვილი- ვოკალი, გიტარა, ჰარმონიკა. ზაზა კვარაცხელია- ვოკალი, ბას გირტარა. სპარტაკ კაჭარავა- დრამი. აჩიკო ციმაკურიძე- სოლო გიტარა. ირაკლი ქოიავა- პერკუსია. მათი ჰონორარი 1500 ლარს შეადგენს ერთ კონცერტზე. ყოველი პარასკევი და კვირა მათ სტაბილური სამსახური ჩიტყ ჩლუბ-ში აქვთ. 21:00 საათიდან 23:00 საათამდე, ამ განსაზღვრულ დღეებში ჩიტყ ჩლუბ 300 ლარს უხდის Aგორა ლივე ბანდ-ს.
ყოველი ხუთშაბათს და შაბათს ამავე კლუბში Bანდ ა ღოლლ უკრავს, რომელიც არც, თუ ისე ცნობილი ბენდია, მაგრამ საოცრად ნიჭიერი ადამიანებისაგან შედგება. მათი ჰონორარი კი 250 ლარია, რომელსაც 5 წევრი ინაწილებს.
2010 წლის ნოემბერში ახალი ბენდი ჩიტყ Lიფე გამოჩნდა; აჩიკო ნიჟარაძე-ვოკალი, გიგი ჭიპაშვილი (ვანდერი)- ფორტეპიანო, ზაზა ცერცვაძე- დრამი, ლევან დეისაძე- ბას გიტარა, უჩა მეტრეველი- სოლო გიტარა. მათი ჰონორარი 3500 ლარია. მათი პრემიერა მაგთი კლუბში გაიმართა. უკვე ათამდე კონცერტი ჩაატარეს სხვადასხვა კლუბსა, თუ რესტორანში.
თბილისში დღესდღეობით არსებობენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი. მაგალითად ბანდი – თბილი-სი. სოლისტი ბექა გელენავაა, ის ტავად ცერს სიმღერას, ტექსტს და თავად ასრულებს. რაოდენობა დაუდგენელია, ხან ოთხია, ხან ხუთი, ხან ექვსი და ა.შ. ბექამ გვანცა დარასელიასთან (რუსთავი ორის დილის წამყვანი ჟურნალისტი) ერთას ჩაწერა სიმღერა- მე მხოლოდ სიყვარული მინდა, რომელიც მალევე გაჰიტდა Yოუთუბე-ზე და ფაცებოოკ-ზე. ბექა სხვა სიმგერების ავტორიცაა, მაგალითად: თბილისი, ივერია, ყველაფერი კარგად იქნება, ფერია. ეს სიმგერები მალე გახდება საზოგადოებისათვის ცნობილი. ისინი კლიპს იღებენ, რომელიც ტელეეკრანებზე ახლო მომავალში გამოჩნდება. P.შ. თბილი-სის ჰონორარი ჯერჯერობოთ უცნობია. ბენდი თბილი-სის მეგობრებმა გადაწყვიტეს და ცალკე ახალი ბენდი მელომანი შექმნეს. თორნიკე ლიპარტელიანი- ვოკალი, გიტარა. ლუკა მაჩაბლიშვილი- პერკუსია. ლევან ტურაშვილი- ფლეიტა. მათ არაერთი საღამო მოაწყვეს თბილისში, ბაკურიანში და ბათუმში. ხალხს მოსწონს მათი სტილი, ძველის და ახლის შერწყმა. ეს ადამიანები კარაოკე საღამოებსაც აწყობენ კლუბებში. მელომანის ჰონორარი 400 ლარია.
GAU (Gეორგიან Aმერიცან Uნივერსიტყ) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, სადაც საკმაოდ ჭკვიანი სტუდენტები სწავლობენ. იურისტებმა აგმოაჩინეს, რომ მათ კარგი მუსიკალური მონაცემები აქვთ. ჩამოაყალიბეს “გაუ” ბენდი. ლაშა (ბასა) თოფურია- ბას გიტარა, ვოკალი. ლუკა რუხაძე- სოლო გიტარა. ნინი ჩოჩია- ვოკალი. შოკა დიასამიძე- ვოკალი. აჩო სესიაშვილი პერკუსია. ლაშა ვაჩეიშვილი- პერკუსია, დრამი. ისინი აპირებენ, რომ “გაუ” ბენდის სახელი შეცვალონ და სერიოზულად შეუდგნენ თავიანთი ბენდის რეალიზაციას, Pღ-ს და სხვადასხვა ადგილებში დაუკრან. მათი პრემიერა უკვე შედგა სამაუწყებლო ტელევიზიის პირდაპირ ეტერში. მეგობრების წრეში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
საქართველოში მრავლადაა ნიჭიერი ადამიანი, ცნობილი, თუ უცნობი. ზოგს უმართლება, ზოგს არა…

Posted in ახალი ამბები, კულტურა | Leave a Comment »

World Vision გორში

Posted by ხატია დიდებაშვილი on January 17, 2011

არასამთავრობო ორგანიზაცია  World Vision-მა , გორში  თავისი საქმიანობის გასაცნობი ტური სპეციალურად ჟურნალისტებისათვის 10 დეკემბერს მოაწყო.

ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ, ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა საწარმო თუ მეურნეობა, სადაც იძულებით გადასახლებული ადამიანები არიან დაკავებულები, საკუთარი თვალით ენახათ.

გორში ჩასულებმა World Vision-ის ფინანსებით გარემონტებული სახლი ვნახეთ, სადაც ამჟამად აფხაზეთიდან დევნილი რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.

ჟურნალისტებს ადგილობრივებთან გასაუბრებისა და მათი ბინების შიგნიდან ნახვის საშუალებაც მოგვეცა.

ვნახეთ სოკოს საწარმო. გვაჩვენეს ოთახი, სადაც უამრავი ტომარა ეკიდა. ტომრებში სპეციალური ნიადაგია მოთავსებული, დარეგულირებული ტემპერატურის წყალობით წლის განმავლობაში სოკოს მოსავალი რამდენჯერმე მოდის.

ხურვალეთში ისრაელის სტანდარტებზე აგებული სათბური ვნახეთ, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებით მოსავლის მორწყვა გაცილებით ადვილია. ნაკლებია წყლის ხარჯიც.

დავათვალიერეთ ადგილობრივი მეფუტკრის მეურნეობაც.

მოვინახულეთ იძულებით გადასახლებული ადამიანებით დაკომპლექტებული სოფლების სათემო ცენტრები. ცენტრები ამავე ორგანიზაციის ფინანსებით დაარსდა. ცენტრებში კომპიუტერები დგას და ადგილობრივებისთვის კომპიტერების უფასო გაკვეთილებიც ტარდება.

ერთ-ერთ სათემო ცენტრში მისულები ცეკვის გაკვეთილსაც დავესწარით.

ჟურნალისტებს სოფელში გავლისა და ადგილობრივი მოსახლების გაცნობის საშუალებაც მოგვეცა.

Posted in ფოტორეპორტაჟი | Leave a Comment »

რეპორტაჟი ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიიდან

Posted by ნათია გობეჯიშვილი on January 17, 2011

ავტორი: ნათია გობეჯიშვილი

ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესია საქართველოში XIX საუკუნის 60-იან წლებში დაარსდა და გავრცელდა მოლოკნებს შორის. ამის შემდეგ დაარსდა ბაპტისტთა ქართული, რუსული, სომხური და ოსური თემები. ქართული ბაპტისტური ეკლესია ჩამოყალიბდა 1919 წლის მარტში, რაც  დაკავშირებულია ილია კანდელაკის სახელთან, რომელმაც ქართულად თარგმნა ბაპტისტთა ლიტურგიული ტექსტები. საქართველოს ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ეპისკოპოსის მალხაზ სონღულაშვილის განცხადებით, მათი ეკლესიის ისტორია დაკავშირებულია მუდმივ დევნასა და შევიწროებასთან. 1990 წელს შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია, რომლის მეთაურიც იყო გურამ ქუმელაშვილი, ხოლო 4 წლის შემდეგ იგი შეცვალა მალხაზ სონღულაშვილმა, რომელიც დღემდე ამ ეკლესიის მეთაურია.ბაპტისტური ეკლესიები არის კახეთის შემოგარენში, ქართლში და თბილისის რამდენიმე უბანში.

დიდუბის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს, კედიას ქუჩის კუთხეში, ერთი ხისკარიანი შენობაა. შენობაზე ჯვარია გამოსახული და წარწერა “ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესია.”ტაძარში შესვლა ორი მხრიდანაა შესაძლებელი. ეკლესიას მეორე სართულიც აქვს, რომელზეც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ ლიტურგია კვირას 12:00 საათზე იწყება. ჯერ 12 არ გამხდარა, ზარებსაც რეკვა არ დაუწყია, ამიტომ მრევლის ნაწილი ეკლესიის ეზოში საუბრით იჯერებს გულს. ერთი მოხუცი ქალი დაახლოებით 18-19 წლის ლოყებწითელა ბიჭს, დაჟინებით თხოვს, ლიტურგიას დაესწროს და პირდება, რომ იქ ერთ კარგ გოგოსაც გააცნობს.  “კარგი ბებო, აუცილებლად მოვალ” პასუხობს ბიჭი და ჩქარი ნაბიჯით კვეთს ქუჩას. ქალს უკმაყოფილო სახე აქვს.  ტაძრის შესასვლელში გოგონა მხვდება, რომელსაც ჯინსის შარვალზე თეთრი სტიქარი გადაუცვამს და ხელში სახარება უჭირავს. ეკლესიაში სულ 3 ხატია დაბრძანებული, ისიც იმ მხარეს, საიდანაც სამღვდელო პირები ლიტურგიას ატარებენ. არც სანთლის დასანთები ადგილია სადმე. ტაძარი სავსეა. შუაგულში მოძველებული სკამები დგას. წინა ორ რიგში მამაკაცები სხედან, ხოლო მრევლის დანარჩენი ნაწილი მოხუცი ქალბატონია. ერთ ახალგაზრდასაც ვერ შენიშნავთ. ერთ-ერთ რიგში მოხუცებულ ქალბატონებს შორის დავიკავე ადგილი. ის მოხუციც, შვილიშვილს ლიტურგიაზე დასწრებას, რომ თხოვდა ჩემს რიგში დაჯდა. წინა სკამზე ხელჩანთა დადო, ადგილი შეუნახა ბიჭს.

აქ ყველა ყველას იცნობს, მიხვდნენ, რომ მათ ლიტურგიაზე პირველად ვიყავი და დაინტერესდნენ თუ ვინ მიმიყვანა. მათი თქმით, აქ ასეთი წესია, აუცილებლად ვიღაცამ უნდა მიგიყვანოს. მალე ზარებიც დაირეკა, ყველა გაჩუმდა და ლიტურგიაც დაიწყო. წირვის ძირითადი ნაწილი გალობას ეთმობა, ხოლო ყოველ გალობას მოძღვრის ქადაგება მოსდევს თან. დროგამოშვებით მრევლი ფეხზე დგება და ხელებაპყრობილი ადიდებს უფალს.

ლიტურგიის მიმდინარეობისას სტიქაროსნები მომდევნო კვირის მსახურებათა განრიგს გადასცემენ მრევლს. ამ განრიგში მითითებულია, თუ რომელ დღეს რა ლოცვა უნდა წაიკითხოს მორწმუნემ. ჩემს მარჯვნივ მჯდომ ერთ-ერთ ქალბატონს ეს ფურცელი არ შეხვდა და ამის გამო ძალიან დაწყდა გული. ჩემი განრიგი დაუფიქრებლად გადავეცი მას.

მართალია, ბაპტისტური ეკლესიის პრინციპით პროზელიტიზმი მიუღებელია, მაგრამ ჩემ გვერდით მსხდომი ორი ქალბატონი აქტიურად ცდილობს ჩემს გადაბირებას, მაცნობენ მგალობლებს, მიყვებიან თუ ვინ ვისი მეუღლეა, ვინ რომელ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს და ვინ რომელ სამინისტროში მუშაობდა ან მუშაობს. “აქ ყველანი ოჯახებით დავდივართ და ძალიან ვუახლოვდებით ერთმანეთს. ერთი ოჯახივით ვართ. აი იმ გოგომ (ხელით ერთ-ერთი მგალობლისკენ მანიშნებს) აქ გაიცნო თავისი რჩეული და დაოჯახდა. ახლა უკვე ორსულადაა. ასე, რომ აქ გათხოვების შანსებიც დიდია.” მოხუცები ამბობენ, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ აქაა. თუ სახლი არ მაქვს შემიძლია, გერმანიის მიერ დიდ დიღომში გახსნილ ბეთელის ცენტრში ვიცხოვრო, რადგან ეს ცენტრი უმწეო ადამიანებისთვისაა შექმნილი. იმ შემთხვევაში, თუ მატერიალური დახმარება მჭირდება, მაშინ ბუღალტერს უნდა მივმართო.

დასასრულისკენ ზიარება იწყება. ყველა ქრისტიანს, ვინც საკუთარ ეკლესიაში ეზიარება, აქვს უფლება, ეზიაროს ბაპტისტურ-ევანგელისტურ ეკლესიაშიც. მრევლი მოძღვარს აღსარებას არ აბარებს. ის ვინც თვლის, რომ უფალმა ცოდვები შეუნდო, ეზიარება კიდეც. უფლის სისხლისა და ხორცის მიღების შემდეგ მორწმუნეები პურის ნაჭრებსა და ხილს სთავაზობენ ერთმანეთს. მიხსნიან, რომ ზიარების დროს სახლიდან ყველა მშიერი მოდის.

მგალობლების გალობას და მოძღრის ქადაგებას რომ ვუსმენდი ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბაპტისტური ეკლესია თავისი ლიტურგიული ცხოვრებით ძალიან ახლოს დგას მართლმადიდებლობასთან. იმის შესახებ, თუ რით განსხვავდება ბაპტისტური ეკლესია მართლმადიდებლურისგან ჩემ გვერდით მჯდომ ქალბატონს ვკითხე. იგი ამ კითხვამ აშკარად დააბნია “რა ვიცი, აბა” მიპასუხა და ცოტა ხნის მერე დაამატა “ჩვენ ხატებს არ ვცემთ პატივს, მხოლოდ ღმერთს ვაღიარებთ, არც აღსარებას ვაბარებთ მამაოს და ალბათ სწორედ ესაა განსხვავება.” მოძღვარი მერაბ გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ძირითადი გასხვავება მართლმადიდბლებსა და ბაპტისტებს შორის ნათლობის მიმართ დამოკიდებულებაა, რადგან, მათი აზრით, ადამიანის ნათლობა შეგნებულად უნდა მოხდეს “ადამიანმა ჯერ შეგნებულად უნდა იწამოს ქრისტე და საუკონო ცხოვრება, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება იგი მზად ნათლობისთვის. ჩვენ თავს რეფორმირებული მართლმადიდებლური ეკლესიის წევრებად მივიჩნევთ.”

ბოლოს, მოძღვარი მრევლს ამცნობს, რომ შვედეთის ბაპტისტურ-ევანგელისტურმა ეკლესიამ მათ ტაძარს 800 ევრო გადმოურიცხა.Aამ ფულით ეკლესიის მეორე სართულის გარემონტებას და ბავშვებისთვის შესაფერისი პროგრამის გაკეთებას აპირებენ. მოძღვარი ასევე აცხადებს, რომ ამ დღიდან ეკლესიაში ფუნქციონირებას იწყებს ეკლესიის საბჭო. მრევლს შეუძლია, საბჭოს მიმართოს, როგორც სულიერი, ასევე მატერიალური დახმარებისთვის. “შენ გაიხარე შვილო” ხმამაღლა ამბობს წინა რიგში მჯდომი ქალბატონი “იქნებ ახლა მაინც დაეხმარონ ჩემს შვილიშვილს და ოპერაცია გაუკეთონ.” – ამატებს ჩუმად. ახლგაზრდების ეკლესიაში არ ყოფნას მოძღვარი იმით ხსნის, რომ არ აქვთ მათთვის სპეციალური პროგრამა და ამის გამოსწორებას უახლოეს მომავალში გეგმავენ.

მოძღვრის საბოლოო გამოსვლით ლიტურგია დასრულდა. ხალხი აიშალა. ზოგი მოძღვარს მიმართავს კითხვებით, ხოლო ზოგიერთი ახლადშექმნილ საბჭოსთან აპირებს სულიერ და მატერიალურ პრობლემებზე საუბარს. ჩემს რიგში მჯდომი ქალბატონი, აი ის შვილიშვილს, რომ ელოდა, ერთ სტიქაროსანთან მივიდა. გოგონას მაგრად ჩაჭიდა ხელი და გარეთ გაიყვანა. შვილიშვილი იქვე, მწვანედ შეღებილ საავადმყოფოსთან ელოდა. ბიჭმა გოგონას ხელი ჩამოართვა. აათვალიერა და ლოყები კიდევ უფრო აუწითლდა. გოგონას თვალები აუციმციმდა.

Posted in საზოგადოება | Leave a Comment »