Georgian News

Just another WordPress.com site

ჩავდოთ ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში

Posted by გვანცა ჩხეიძე on January 17, 2011

 

ჩვენი სახელმწიფო სულ იმას ცდილობს, რომ უცხოელი ინვესტორები მოიზიდოს საქართველოში, რადგან ისინი თანხას ისევ ჩვენს ქვეყანაში დახარჯავენ.     2010 წელს საქართველოში ამერიკელი მასწავლებლები გვესტუმრნენ. მათი მიზანი საქართველოს სკოლებში ინგლისური ენის საფუძვლიანად შესწავლაა. თავიდან, ეს ყველაფერი ძალიან მომეწონა, რადგან ასეთი შანსი ეძლეოდათ ქართველ მოსწავლეებს. აზრი, ამ ყველაფრის შესახებ, მაშინ შემეცვალა, როცა გავიგე მასწავლებლებს თვეში 3000-5000 ლარი აქვთ ხელფასი.

ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ელემენტარულად, ჩვენი სკოლის მასწავლებლებს 300 ლარიც ძლივს აქვთ ხელფასი. მათ არ ეკარგებათ სტიმული? შეიძლება, სკოლებში არ არიან ძალიან კარგი ინგლისურის მასწავლებლები, მაგრამ ეს ისევ ჩვენი ბრალია. ვინც კარგად იცის ენა, მას 300 ლარი არაფრად უღირს და უამრავი ასეთი ადამიანი ბანკებსა თუ კერძო დაწესებულებებში მუშაობს.

ნუთუ ხუთ მილიონიან ქვეყანაში ვერ მოიძებნა 10 000 ინგლისურის მცოდნე სპეციალისტი, რომელიც 3000 ლარად დათანხმდებოდა ესწავლებინა ქართველი ბავშვებისთვის ინგლისური ენა?! შეეძლოთ, კვალიფიკაციის ასამაღლებლად ქართველი მასწავლებლები გაეშვათ 1 წლით ამერიკაში.

ჩამოსული მასწავლებლების დიდი ნაწილი გაყიდვების მენეჯერი არის, ინგლისური ენა გრამატიკულად არც იციან. მხოლოდ რამდენიმეა, რომელიც მასწალებლის დიპლომს ფლობს და მათ რეკლამებშიც ხშირად ვხედავთ. საზოგადოებისთვის ამერიკელ მასწავლებელთა ხელფასები ცნობილი არ არის, რადგან ეს არ აწყობს სახელმწიფოს. მე მაქვს ინფორმაცია პირადად ამერიკელი მასწავლებლისგან, რომელიც არავისთან არ მალავს თავის ანაზღაურებას. ჩამოსულ ინგისურის მასწავლებლებს თვეში 3000-5000 ლარი აქვთ ხელფასი. საიდან მოაქვს სახელმწიფოს ამდენი თანხა? ალბათ, ისევ ხალხისგან; გუშინ ავტობუსები გაგვიუქმეს, დღეს წყალზე მოგვიმატეს გადასახადი, ხვალ ტრანსპორტის თანხას ზრდიან და ალბათ კიდევ ბევრი სიურპრიზი წინ გვაქვს. საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ ამერიკელ მასწავლებლებს 300-500 ლარი აქვთ ხელფასი. აბა დავფიქრდეთ, რომელი ამერიკელი ჩამოგივა საქათველოში 300 ლარად, როცა ეს თვიური თანხა თავად ქართველებს არ გვყოფნის, რამდენი ქართველია წასული ამერიკაში სამუშაოდ?!

ჩამოსული მასწავლებლები, ინვესტორებადაც ნაკლებად შეიძლება მოვიაზროთ. შაბათ-კვირას სახელმწიფო მათთვის უფასო ექვსკურსიებს აწყობს, სკოლასთან იმდენად ახლოს ცხოვრობენ, რომ ტრანსპორტს ყოველდრიურად არ მოიხმარენ, ოჯახში სადილობენ. ყველანაირი პირობა აქვთ სრული იდილიისთვის. მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდი პროექტია, მაგრამ როცა ქართველი გყავს მისახედი და უმუშევარი, მოდი ჯერ მას მიხედე და მერე დაასაქმე ამერიკელები. ყველაფერს ხომ შესაფერისი დრო სჭირდება?!

სურათები გამოყენებულია http://www.google.com

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: