Georgian News

Just another WordPress.com site

უწიგნურებით სავსე თბილისი თუ წიგნებით “დაბინძურებული” ქუჩები?!

Posted by ბურდული თეონა on January 17, 2011

2010 წლის აგვისტოში თბილისის მერიამ დედაქალაქის ქუჩებში გარევაჭრობა აკრძალა. ახალი კანონის “მსხვერპლნი” ბუკინისტებიც აღმოჩნდნენ, რომლებსაც მრავლად წააწყდებოდით სხადასხვა ქუჩებსა და მეტრო სადგურებთან. საქმე ისაა, რომ ქუჩებიდან გაძევებულ წიგნებით მოვაჭრეებს დედაენის ბაღში მიუჩინეს ადგილი, რამაც საზოგადოებას დადებითი თუ უარყოფითი ემოცია აღუძრა. მაგალითად, სოციალურ ქსელებზე გაჩნდა სახელდახელო ტრაფარეტები, რომლებიც ბუკინისტების ქუჩებში დაბრუნებას მოითხოვდნენ, ზოგიც კი ბეჭდური მედიის მეშვეობით გამოესარჩლა მათ.
ბაკურ სულაკაური ფიქრობს, რომ დედაენის ბაღში წიგნით მოვაჭრეების გადაყვანა სრულიად მისაღებია. ბაკურის აზრს იზიარებს ბუკინისტების ხშირი სტუმარი ზურა ბაკურაძე: “ევროპის ბევრ ქვეყანაში, მაგალითად საფრანგეთში, გამოყოფილია სახელდახელო ტერიტორია წიგნებით მოვაჭრეებისათვის. Uუკეთესია იყოს ერთი კონკრეტული ადგილი, სადაც ბევრი გარჯის გარეშე შეიძენ სასურველ ლიტერატურას.”
30 წლის განმავლობაში მიხეილ აბრამიანს ჭავჭავაძეზე, უნივერსიტეტთან, მიწისქვეშა გადასასვლელში ნახავდით. Pმისი ბიბლიოთეკა ძვირადღირებულ, რუსეთში შეიძენილი წიგნებისაგან შედგებოდა, რაც დღეს ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალებაა.
“ერთი თვეა თბილისის მერიის ინიციატივით დედაენის ბაღში გადმოვედით, რამაც ბევრი მწვავე პრობლემა შეგვიქმნა, თუმცა დადებითსაც ვერ უარვყოფ. მაგალითად, ტერიტორიას 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს დაცვის სამსახური, რისთვისაც ყოველთვიურად 30 ლარს ვიხდით. Dდაგვიდგეს ახალი ჯიხურები, რომლის გადახურვასაც მერიის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში დაგვპირდნენ. ხალხის უმრავლესობამ ჯერ არ იცის ჩვენი ახალი სამყოფელი, რის გამოც საგრძნობლად იკლო კლიენტების რაოდენობამ..
ქუჩა ჩვენთვის უფრო მოსახერხებელი იყო, რადგან უფრო მეტი ხალხი მოძრაობდა და ყოველდღიური შემოსავალი მაღალი იყო.. მე ფანტასტიკის მოყვარულთა კლუბის აქტიური წევრი გახლდით და მოსკოვსა და კიევში ხშირად ვყიდულობდი წიგნებს, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ იშვიათია..

2010 წლის აგვისტოში თბილისის მერიამ დედაქალაქის ქუჩებში გარევაჭრობა აკრძალა. ახალი კანონის “მსხვერპლნი” ბუკინისტებიც აღმოჩნდნენ, რომლებსაც მრავლად წააწყდებოდით სხადასხვა ქუჩებსა და მეტრო სადგურებთან. საქმე ისაა, რომ ქუჩებიდან გაძევებულ წიგნებით მოვაჭრეებს დედაენის ბაღში მიუჩინეს ადგილი, რამაც საზოგადოებას დადებითი თუ უარყოფითი ემოცია აღუძრა. მაგალითად, სოციალურ ქსელებზე გაჩნდა სახელდახელო ტრაფარეტები, რომლებიც ბუკინისტების ქუჩებში დაბრუნებას მოითხოვდნენ, ზოგიც კი ბეჭდური მედიის მეშვეობით გამოესარჩლა მათ. B
ბაკურ სულაკაური ფიქრობს, რომ დედაენის ბაღში წიგნით მოვაჭრეების გადაყვანა სრულიად მისაღებია. ბაკურის აზრს იზიარებს ბუკინისტების ხშირი სტუმარი ზურა ბაკურაძე: “ევროპის ბევრ ქვეყანაში, მაგალითად საფრანგეთში, გამოყოფილია სახელდახელო ტერიტორია წიგნებით მოვაჭრეებისათვის. Uუკეთესია იყოს ერთი კონკრეტული ადგილი, სადაც ბევრი გარჯის გარეშე შეიძენ სასურველ ლიტერატურას.”
30 წლის განმავლობაში მიხეილ აბრამიანს ჭავჭავაძეზე, უნივერსიტეტთან, მიწისქვეშა გადასასვლელში ნახავდით. Pმისი ბიბლიოთეკა ძვირადღირებულ, რუსეთში შეიძენილი წიგნებისაგან შედგებოდა, რაც დღეს ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალებაა.
“ერთი თვეა თბილისის მერიის ინიციატივით დედაენის ბაღში გადმოვედით, რამაც ბევრი მწვავე პრობლემა შეგვიქმნა, თუმცა დადებითსაც ვერ უარვყოფ. მაგალითად, ტერიტორიას 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს დაცვის სამსახური, რისთვისაც ყოველთვიურად 30 ლარს ვიხდით. Dდაგვიდგეს ახალი ჯიხურები, რომლის გადახურვასაც მერიის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში დაგვპირდნენ. ხალხის უმრავლესობამ ჯერ არ იცის ჩვენი ახალი სამყოფელი, რის გამოც საგრძნობლად იკლო კლიენტების რაოდენობამ..
ქუჩა ჩვენთვის უფრო მოსახერხებელი იყო, რადგან უფრო მეტი ხალხი მოძრაობდა და ყოველდღიური შემოსავალი მაღალი იყო.. მე ფანტასტიკის მოყვარულთა კლუბის აქტიური წევრი გახლდით და მოსკოვსა და კიევში ხშირად ვყიდულობდი წიგნებს, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ იშვიათია..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: