Georgian News

Just another WordPress.com site

საქართველოდან-ბელგია-აშშ_მდე ანუ სააკაშვილი-დან-ნატო-ობამა-მდე

Posted by ბურდული თეონა on January 17, 2011

2010 წლის 19–20 ნოემბერს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის (ნატოს) 23–ე ოფიციალური სამიტი.
ამ სამიტს უკვე უწოდებენ ისტორიულსა და ყველაზე პროდუქტიულს ნატოს სამიტთა ისტორიაში, რადგან აქ მიიღეს ბევრი მნიშველოვანიგადაწყვეტილება, როგორც მსოფლიოსთვის,ასევე ჩვენი ქვეყნისთვის.
„ნატოს სამოცწლიანი ისტორიის მანძილზე ლისაბონის სამიტი ყველაზე პროდუქტიული იყო“–განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდრეს ფოგ რასმუსენმა, ნატოს სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე. ამ სამიტის შედეგიანობას ხაზი გაუსვა ასევე რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მევედევმა ნატო–რუსეთის სხდომის დასრულების შემდეგ: „ ყველაფერი არც თუ ისე ცუდად გამოიყურება.“
ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ახალი სტრატეგიული კონცეფცია დაამტკიცეს, რომელიც ნატოს მომავალ ათწლეულებს განსაზღვრავს.ასევე იმსჯელეს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციებზე, სარაკეტო თავდაცვზე, ირანის ბირთვული პროგრამებსა და ნატო-რუსეთის ურთიერთობებზე.
ბოლო ორი საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიასა და საქართველოსთვის. როგორც ცნობილია, ნატო–რუსეთის მთავარ პრობლემად რჩება 2008 წლის რუსეთ–საქართველოს შორის მომხდარი კონფლიქტის შეფასება და ამ კონფლიქტის შდეგად რუსეთის მიერ აღიარებულ ორ დეფაქტო სახელმწიფოს წარმოქმნა. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დადასტურებას, 2008 წლის მოვლენების შეფასების გადახედვას მოითხოვს რუსეთი,რაც დადასტურდა ვლადიმერ პუტინის გამოსვლაში ალიანსის სამიტის ფარგლებში: „თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შორის უთანხმოებები არ რჩება. ერთ–ერთი ყველაზე მთავარი საკითხი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასება, და იმის შეფასებაა, რაც მოხდა,რომლის შედეგადაც ორი ახალი სახელმწიფო –აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი–წარმოიქმნა“.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი იჩენს უდიდეს ძალისხმევას რუსეთთან დაახლოებისთვის, ანდრეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ალიანსი არ აპირებს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობას. ამ ფაქტის დადასტურებაა ბრიუსელის სამიტზე მიღებული კომუნიკე, რომელშიც სამი პუნქტი ეძღვნება საქართველოს. ამ კომუნიკეს თანახმად : “ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების– სამხრეთ–ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება.“
ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ საფრთხეს წამოადგენდა ის ფაქტი, რომ უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა ნატოში ინტეგრაციაზე, ხოლო საქართველო და უკრაინა, როგორც მეგობარი და „თანამებრძოლი“ სახელმწიფოები, ყოველთვის განიხილებოდნენ ერთ სიბრტყეზე, და ახლაც გაჩნდა საშიშროება, რომ უკრაინის გადაწყვეტილების შემდეგ საქართვეოს ნატოში შესვლის საკითხი დაქვეითდებოდა, თუმცა ეს საშიშროება მხოლოდ მოლოდინად დარჩა, და, ჩვენდა სასიხარულოდ არ გამართლდა. ბრიუსელში დადასტურდა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულება საქართველოს წინაშე, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, თუ შეასრულებს იმ ვალდებულებებს,რასაც აკისრებს ალიანსი.
„2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ჩვენ ვადასტურებთ ამ გააწყვეტილების ყველა ელემენტს…“–ნათქვამია ბრიუსელში მიღებულ კომუნიკეში.
„რეალურად საქართველო გამოყვეს ცალკე პარაგრაფში“–მიხეილ სააკაშვილი.
მეორე მომენტი, რის გამოც, ლისაბონის სამიტი საქართველოსთვის იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ის ,რომ გაიმართა ა.შ.შ–ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის ოფიცალური შეხვედრა ნატოს სამიტის ფარგლებში, ბრიუსელში.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო პრეზიდენტების პირველი შეხვედრა მას შემდეგ რაც პრეზიდენტი ობამა მოვიდა ა.შ.შ–ს სათავეში .
ამ შეხვედრაზე ბევრი ურთიერთგანსხვავებული შეხედულება გამოითქვა ამერიკელ და ქართველ ექსპერტებს შორის.
ამერიკელი ექსპერტების უმეტესობა საუბრობს, რომ ეს შეხვედრა ობამას სჭირდებოდა ბოლო 2 წლის მანძილზე დაქვეითებული რეიტინგის ასამაღლებად, ხოლო ქართველი ექსპერტები ამ შეხვედრას ხსნიან, როგორც საქართცელოს მხარდაჭერის ღია დაფიქსირებად.
თუმცა იმაზე ყველა თანხმდება, რომ შეხვედრა იყო ისტორიული მნიშვნელობის.
ფონდ Heritage Foundation–ის ექსპერტი არიელ ქოენი აცხადებს:“ პრეზიდენტ ობამას არჩევიდან თითქმის ორი წელი გავიდა და მას ჯერ–ჯერობით არ ქონია პრეზიდენტ სააკაშვილთან ოფიციალური შეხვდერა და უკვე ის ფაქტი რომ პრეზიდენტები შეხვდნენ ძალაინ მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, იმ ფონის გათვალისწინებით, როდესაც ეს მოლაპარაკებები იმართება–ობამას პოპულარობა დაეცა როგორც მსოფლიოში, ასევე აშშ–შიც, …..ა წარუმატებლობის შემდეგ სააკაშვილთან შეხვედრა ობამასთვის, რა თქმა უნდა, კარგად გათვლილი სვლაა, რაც მის რეიტინგზე დადებითად აისახება.
თითქმის იმავე მოსაზრებას იზარებს ამავე ფონდის ევროპულ საქმეთა უფროსი, ანალიტიკოსი სალი მაქნამარი:“….თავად შეხვედრის ფაქტი უკვე მრავლისმეტყველია, და ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსი, როგორიც ობამაა, მაქსიმაური დივიდენდების მიღებას შეეცდება.“
თუმცა, ქართველი ექსპერტები სააკაშვილ-ობამას შეხვედრას განსხვავებულად აფასებენ.
– ობამას რეიტინგი ინაუგურაციის დღეს 83% იყო, დღეს კი–29%–ია. ეს კრახია. სააკაშვილთან შეხვედრა ამ სურათს ვერ შეცვლის, ამ შეხვდრას მისთვის დიდი მნიშვნელობა არ ექნება, – ასე ფიქრობს “დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილი.

სოსო ცისკარიშვილის აზრს პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილიც იზიარებს:
– რამდენჯერაც არ უნდა შეხვდეს ობამა სააკაშვილს, მისი დღეები დათვლილია, ახლახანს ობამამ დაკარგა უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში, 2013-ში ის დაკარგავს თეთრ სახლს… სააკაშვილთან შეხვედრა მისი პიარია, რომელიც ვერაფერს შეცვლის.
20 ნოემბერს ადილობრივი დროით საღამოს რვის ნახევარზე გაიმართა პრეზიდენტების შეხვედრა, და ლისაბონში მყოფი საქართველოს დელეგაციის წევრების ცნობით, დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, საქმიან ატმოსფეროში.
„ნატოს სამიტის პარალელურად გამართულ ამ შეხვედრას, ბუნებრივია, აქვს სიმბოლური დატვირთვაც, მაგრამ იყო ძალიან საქმიანი შეხვედრა. მასზე ხაზი გაესვა და ძალიან დადებითად შეფასდა საქართველოში მიმდინარე რეფორმები”,– განაცხადა ნატოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, გეგა მგალობლიშვილმა.
აშშ–ს სათავიდან ჯორჯ ბუშის წასლისა და ბარაკ ობამას მოსვლის შემდეგ ეს შეხვედრა მართლაც ატარებდა ისტორიულ და სიმბოლურ ხასიათს, რადგან ბევრს საუბარობდნენ საქართველო –ამერიკას შორის პოლიტიკური დისტანციის გაჩენასთაზე. თუმცა ამ შეხვედრამ ცხადყო, რომ თეთრი სახლი არ ახდენს საქართველოს ინტერესების დაკნინებას. როგორც ლისაბონში მყოფი საქართველოს პვიცე–პრეიერი გიორი ბარამიძე ამბობს:“პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბარი იყო, რომ ამერიკა აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიურ მხარდაჭერას ისევე, როგორც აგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების აქტიურ მხარდაჭერას. და, რა თქმა უნდა, სურს, რომ მოგვარდეს კონფლიქტი რუსეთთან და ეს… მშვიდობიანი და დიპლომატიური მეთოდებით უნდა მოხდეს“.

საქათველოსა და აშშ–ს პრეზიდენტების შეხვედრა ერთი დღით უსწრებდა რუსეთის საბჭოს დღეს ალიანში,სადაც დიმიტრი მედვედევი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი შეხვდა ბარაკ ობამას, აშშ–ს პრეზიდენტს, ამ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერებმა, როგორც ცნობილია, ისაუბრეს საქართველოსთან მიმდინარე მოლაპარაკებებსა და ობამა–სააკაშვილის შეხვედრაზე. საქართველოს საკითხი კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება ორ ჰეგემონს შორს.
თუმცა აშშ-ც და რუსეთიც აცხადებენ, რომ რიგ საკითხებთან მიმართებით უთანხმოების და პოზიციათა სხვადასხვაობის მიუხედავად, თანამშრომლობისა და კავშირების გაღრმავების პოლიტიკას გააგრძელებენ.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა. თბილისი აქტიურად მონაწილეობს აშშ-სა და ნატოს მიერ წარმოებულ სამხედრო კამპანიებში – 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომამდე მას ერაყში 2 000 ჯარისკაცი ჰყავდა მივლენილი; ამჟამად კი ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში 975 ჯარისკაცისგან შემდგარი კონტინგენტი მონაწილეობს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: