Georgian News

Just another WordPress.com site

პროფესიონალი მუშები არაპროფესიონალების წინააღმდეგ

Posted by ნატო შევარდენიძე on January 17, 2011

ავტორი:Nნატო შევარდენიძე

კანასკნელი წლების მანძილზე ქართული განათლების სისტემა არაერთხელ დაექვემდებარა რეფორმას. მიუხედავად გარკვეულ სფეროებში წინსვლისა, მაინც რჩება და მწვავდება განათლებაში არსებული სირთულეები, რომლებმაც, თუ მომავლის პერსპექტივაში განვიხილავთ, შესაძლოა სავალალო შედეგებამდეც მიგვიყვანოს.

2005 წლიდან ქართველი აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ ფართო არჩევანი ეძლევათ სასურველი სპეციალობის შესარჩევად, რაშიც თავად საგამოცდო სისტემაც უწყობთ ხელს. თუმცა, რეალური სურათი ასეთია: საქართველოს სახელმწიფო თუ კერძო უმაღლესი სასწავლებლების მიერ აბიტურიენტთათვის შეთავაზებულ სპეციალობათაგან გამოიკვეთება აბსოლიტური ფავორიტები, როგორიცაა ეკონომიკა, ბიზნესი და მართვა, იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობები და .. სრულიად ქართული აბიტურიენტობა, მასიურად, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, აწყდება ზემოთ ჩამოთვლილ სპეციალობებს. ინტერესის სფეროს მიღმა რჩება სპეციალობები, რომლებიც არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანია. “იგნორირებულსპეციალობებში კომპეტენტური კადრების ყოლა სახელმწიფოს ნორმალური მუშაობისათვის აუცილებელი ფაქტორია.

რატომ ხდება ზოგიერთი სპეციალობა სამარცხვინო? რატომ უნდა ამაყობდეს სხვაზე მეტად ახალბედა სტუდენტი იურიდიულზე, თუ ეკონომიკურზე ჩაბარებით ქვეყანაში, რომელიც ლამისაა ახალგაზრდა იურისტთა და ეკონომისტთა დიდ ოფისად გადაიქცეს და რატომ უნდა ხვდებოდნენ შემთხვევით საინჟინროტექნოლოგიურსა და სამედიცინოზე?

შეიძლება შექმნილ სიტუაციას პოპულიზმის გამოვლინება ვუწოდოთარის სპეციალობები, რომლებიც ახლა მოდაშია, ზოგი მოდას მიჰყვება, ზოგიც კიდევ მოდას აყოლილებს ბაძავს. ზოგი უბრალოდ მშობელს, ნათესავს, მეზობელს უჯერებს, ან ისინი აჯერებენ, რომ, მაგალითად, სამხატვრო და თეატრალური არასერიოზულობაა.

რატომ წარმოადგენს შექმნილი სიტუაცია დიდ პრობლემას? იმიტომ რომ ის თავისთავად წარმოშობს ძნელად მოსაგვარებელ პრობლემებსკომპეტენტური ტექნიკური კონტინგენტის არარსებობა. შედეგიც სახეზეაუცხოეთიდან ჩამოყვანილი მუშახელი, რომელთაც სპეციალისტები ჰქვიათ სამშენებლო სფეროში და ზედმეტი ხარჯები. Aამის შედეგია დაუსაქმებელი იურისტი ან ეკონომისტი, რომლის ადგილსაც სავსებით სამართლიანად იკავებს უცხოელისპეციალისტი”.

პრობლემატურია ისიც, რომ ხდება ზემოთ აღნიშნული პრიორიტეტული სფეროების გადატვირთვარამდენ იურისტს, ეკონომისტსა და დიპლომატს უშვებს საქართველოს სახელმწიფო თუ კერძო უმაღლესი სასწავლებლები ყოველწლიურად? სჭირდება კი სახელმწიფოს ამდენი? – ესეც მორიგი მიზეზი უმუშევრობისა.

შესაძლოა გაჩნდეს კონტრარგუმენტებიც, რომ ბევრი იცნობს ბევრს ვინც საინჟინროზე, მეღვინეობაზე და სატყეოზე სწავლობს. სხვანაირად დავსვათ საკითხი: რამდენად მოტივირებულები არიან ისინი, რომ მიიღონ ეს განათლება? რთულია ისაუბრო სტუდენტის მოტივაციაზე, აკადემიურ მოსწრებასა და სამომავლოდ მის კომპეტენტურობაზე, თუ მას მისი ფაკულტეტი თუ სპეციალობა საგამოცდო ბლანკში მე-6 მე-7 ადგილზე ჰქონდა მითითებული თავის დაზღვევის მიზნით, თუ, მაგალითად, ბიზნესის ფაკულტეტზე ვერ მოხვდებოდა, გარეთ რომ არ დარჩენილიყო და შემდგომ იქნებ მოეხერხებინა და გადასულიყო სასურველ ადგილას.

აშკარაა, რომ პრობლემის არსი განათლების სისტემაშია, რაც წარმოშობს არაინფორმირებულობას უმაღლესი სასწავლებლების მიერ შეთავაზებული სპეციალობებისა, თუ მიმართულებების შესახებ. მოსწავლის არაინფორმირებულობა მომავალი სპეციალობის არსის შესახებ, მისი სასწავლო კურსის, საქმიანობის და რეალური პერსპექტივის შესახებ, არაინფორმირებულობა სარგებლიანობის ხარისხის შესახებ, როგორც სპეციალისტის, ასევე სახელმწიფოსათვის. ჰკითხეთ მომავალ ეკონომიკის მიმართულების სტუდენტს, თუ რის სწავლას აპირებს? პასუხად შეიძლება მივიღოთფულის კეთება”, შეიძლებასხვისი გაკოტრებაცან რაიმე მსგავსი.

საქართველოს განათლების სფეროში არსებული სიტუაცია საკმაოდ პრობლემატურია, მოითხოვს მოქმედებას, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და იგი არ უნდა იყოს უგულებელყოფილი.

მალე დაიწყება აბიტურიენტების რეგისტრაცია მოსალოდნელი შედეგით, ყველა ისევ ბიზმესმენობასა და ეკონომისტობას მოინდომებს, მიუხედავად მათი უზადო ნიჭისა კულინარიაში. ისინიც შეემატებიან იმ იურისტებს, რომლებმაც რატომღაც ვერ იშოვეს მათთვის შესაფერისი ადგილი და ახლა მზარეულად მუშაობენ სასადილოში, როცა მათ შეეძლოთ პრესტიჟული რესტორნისშეფმზარეულებიგამხდარიყვნენ, მაგრამ ისინი იქ ხომ უმაღლესდამთავრებული იურისტები არიან და არა მზარეულ-ები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: