Georgian News

Just another WordPress.com site

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში

Posted by მარიამ ადეიშვილი on January 17, 2011

საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება იგეგმება. მოქალაქეებს განურჩევლად პროფესიისა საშუალება მიეცემათ თავად განიხილონ სისხლის სამართლის საქმეები, როგორიცაა: ყაჩაღობა, გაუპატიურება და მკვლელობა.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი ემხრობოდა ამ სიახლეს, მაშინ, როდესაც მეორე ნაწილი კატეგორიულად აკრიტიკებდა მას. იყვნენ ისეთებიც რომლებსაც ცინიკური დამოკიდებულებაც კი ჰქონდათ ამ ფაქტის მიმართ, ვინაიდან ისინი ფიქრობდნენ რომ, მსახიობი, მოდელი, ჟურნალისტი, ანუ ნებისმიერი არაკომპეტენტური პირი ამ საკითხში, ვერ შეძლებდა სწორი ვერდიქტის გამოტანას.
მიუხედავად სხვადასხვა მოსაზრებებისა, ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ თავად გაუჭირდებოდა ამ საქმისთვის თავის გართმევა. ეს ხომ დიდი პასუხისმგებლობაა_წყვიტავდე ადამიანის ბედს. აქ დიდ როლს თამაშობს ემოციური ფონი, რაც სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაა. რთულია აკონტროლო ემოციები და ცივი გონებით განსაჯო, როდესაც არც შესაბამისი ცოდნა და არც გამოცდილება არ გაგაჩნია. თავისთავად კარგავ თავდაჯერებულობას და გეშინია შეცდომის დაშვების. შენზე ხომ ადამიანის ბედია დამოკიდებული. ფაქტობრივად შენ განსაზღვრავ თუ როგორ წარიმართება მისი მომავალი.
თუმცა კი უნდა ვაღიაროთ, რომ საზოგადოება, შეიძლება გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც მოითხოვდა სასამართლო პროცესებში ჩართვას. ეს ხდებოდა ყოველთვის, როდესაც ხალხი თამამად განიხილავდა მოსამართლის გადაწყვეტილებებს. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც საზოგადოება აწყობდა გაფიცვებს და ტარდებოდა დემონსტრაციები.
თავისთავად ჩნდება კითხვა, თუ რას ემსახურება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაია ივანიძე მის მთავარ მიზანს უსვამს ხაზს: “ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებით უნდა გამოიკვეთოს მთავარი მიზანი_ეს არის საზოგადოების რეინტეგრაციის ამაღლება და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება.
– შეძლებს კი დილეტანტი ამ საქმისთვის თავის გართმევას?
– თავიდან ყველა იფიქრებს, რომ ვერ შეძლებს, თუმცა ყველა შემდგომი პროცესი საპირისპიროში დაგვარწმუნებს. საზოგადოება ყოველთვის აფასებდა მოსამართლის გადაწყვეტილებებს. ახლა მათ უშუალოდ შეეძლებათ საქმეების განხილვა, რაც გაზრდის მათ ჩართულობას. ასეთი სასამართლო სისტემა ორივე_დაცვისა და ბრალდების მხარისგან მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს. საზოგადოებაც დარწმუნდება, რომ სამართალი და მით უმეტეს სისხლის სამართალი არ არის ხელწამოსაკრავი.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სისტემაში დამკვიდრება იანვარი-თებერვლის თვეებიდან იგეგმება. სწორედ მაშინ შევძლებთ შეფასებას, თუ რამდენად სწორად მოქმედებს ის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: