Georgian News

Just another WordPress.com site

დისკუსია – “ვიკილიქსი” და ახალი გამოწვევები

Posted by ნატო შევარდენიძე on January 17, 2011

ავტორი: ნატო შევარდენიძე

 

ბოლო დროს ვიკილიქსის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც საქართველოს ასევე მსოფლიოს საინფორმაციო გამოშვებები დიდი დროს უთმობენ ამ ვებ-გვერდის მიერ გამოქვეყნებული მასალების განხილვას. ვიკილიქსის მიერ გავრცელებული არა ერთი ინფორმაცია კონკრეტული ცვლილების მომტანი აღმოჩნდა, უმეტესი ნაწილი კი – მაკულატურა.

მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, ახალგაზრდა სოციალისტების ცენტრალურ ოფიში, გაიმართა დისკუსია თემაზე ვიკილიქსი და ახალი გამოწვევები. მომხსენებლებად მოწვეულები იყვნენ ჟურნალისტი გიორგი ცხადაია და ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.

ვიკილიქსი არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აქვეყნებს ანონიმური წყაროებიდან მოპოვებულ, ჩვეულებრივ ხელმიუწვდომელ დოკუმენტებს. მისმა ვებგვერდმა ფუნქციონირება დაიწყო 2006 წელს და ამოქმედებიდან ერთ წელიწადში გვერდის მონაცემთა ბაზა შეიცავდა 1.2 მილიონ დოკუმენტს (wikiLeaks-ი ნიშნავს „სწრაფად გამოჟონილ ინფორმაციას“, ორგანიზაციის სლოგანია „ჩვენ გავხსნით მთავრობებს“).

თავად ორგანიზაციის განცხადებით, ის დააარსეს ჩინელმა დისიდენტებმა, ასევე ჟურნალისტებმა, მათემატიკოსებმა და პროგრამისტებმა აშშდან, ტაივანიდან, ევროპიდან, ავსტრალიიდან და სამხრეთი აფრიკიდან. ორგანიზაციის დირექტორი არის ავსტრალიელი მათემატიკოსი, პროგრამისტი და ინტერნეტაქტივისტიჯულიან ასანჟი, რომელმაც სამთავრობო საიდუმლო ინფორმაციის საჯარო განხილვა წამოიწყო. „ვიკილიქსისმიერ შეერთებული შტატების მთავრობის საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებამ პოლიტიკოსების რისხვა გამოიწვია და აზრის გამოხატვის თავისუფლების მომხრეები შეაგულიანა.

საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებამ მწვავე დებატები გამოიწვია იმასთან დაკავშირებით უნდა იცოდეს თუ არა საზოგადოებამ ხსენებულ დოკუმენტებში მოცემული ფაქტების შესახებ. ასანჟმა მსოფლიო საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რომელიც ახალგაზრდა სოციალისტების ოფისში 17 დეკემბერს გამართულ დისკუსიაშიც აისახა. მომხსენებლების სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაიმართა დისკუსია თავად მომხსენებლებსა და დამსწრეებს შორის. ლევან ღამბაშიძე ანალიტიკურ იარაღად ჰიტურ ფილმებს იყენებდა, მათთან ავლებდა პარალელებს და იცავდა იმ აზრს, რომ „ვიკილიქსის“ მიერ საიდუმლო მასალების გამოქვეყნება არ იყო მიზანშეწონილი, რადგან ეს ინფორმაციები მოპარული იყო, ხოლო გიორგი ცხადაია, როგორც ჟურნალისტი აზრის გამოხატვის თავისუფლებას იცავდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: