Georgian News

Just another WordPress.com site

დეპრესია

Posted by მარიამ ადეიშვილი on January 17, 2011

დეპრესია ეს არის ერთგვარი ფსიქიკური პროცესი. ის შეძლება წარმოადგენდეს როგორც ნორმას ასევე ნორმისგან გადახრასაც. ტერმინი დეპრესია შეიძლება გულისხმობდეს როგორც ემოციას ასევე დიაგნოზს. ემოციასთან მიმართებაში ეს ტერმინი ნიშნავს დამძიმებულ და სევდიან ხასიათს. ხოლო რაც შეეხება დიაგნოზს, აქ იგულისხმება სინდრომი, სადაც დეპრესია წარმოადგენს ერთ–ერთ სიმპტომს. დეპრესია როგორც სინდრომი იწვევს გუნება-განწყობილების შეცვლას, მოტორული და ინტელექტუალური ფუნქციების შეკავებას, სასიცოცხლო სურვიელბის დაქვეითებას. მას როგორც წესი მოსდევს ნევროლოგიური დარღვევები. ამ დროს ადამიანი საკუთარ პიროვნებასაც და გარესამყაროსაც უარყოფითად აღიქვამს. ეს ყველა სიმპტომი ემოციური სფეროს დარღვევებს უკავშირდება და სწორედ ამ სახელით მოიხსენიებენ მას. ცხოვრეBაში მომხდარ ცვლილებებს ნორმალური ადამიანი რეალისტურად აღიქვამს. არ კარგავს მოვლენის ობიექტურად აღქმის უნარს და შესაბამისად ადეკვატურადაც იქცევა. დარღვეული ფსიქიკის ადამიანი წყდება რეალობას და შესაბამისად ვერც ადეკვატურად შეძლებს ქცევის განხორციელებას. სწორედ გარემოში მიმდინარე ცვლილებების მცდარი, არარეალისტური აღქმა შეიძლება გახდეს დეპრესიის მიზეზი. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, ნორმალური ფსიქიკის ადამიანსაც შეიძლება დაემართოს დეპრესია.მაგრამ ამას ექნება ობიექტური საფუძვლები. ჩვენს ცხოვრებაში ხდება ისეთი მოვლენები რომელთა კონტროლს ვერ ვახერხებთ. მაგალითად საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული დეპრესია ნორმალური მოვლენაა. ეს დროებითია და ექვემდებარება მედიკამენტების გარეშე მკურნალობას. ეს წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ნორმას რადგანაც ნებისმიერი ადამიანი ემოციურად დაითრგუნება როდესაც მის ცხოვრებაში ხდება ტრაგედია. ფსიქოლოგიურ გადახრად შეიძლება ჩაითვალოს ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ნერვული აშლილობა, სისტემატიური გაღიზიანებულობა. ნორმიდან გადახრას წარმოადგენს დეპრესია რომელიც განპირობებულია არა ცხოვრებისეული სირთულეებით, არამედ ტვინში მიმდინარე პროცესების პათოლოგიით, რომლის გამოც ადამიანი საღად ვერ აფასებს რეალობას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: