Georgian News

Just another WordPress.com site

არასრულწლოვანთა გახშირებული მკვლელობები

Posted by ნათია გობეჯიშვილი on January 17, 2011

ავტორი: ნათია გობეჯიშვილი

ევროპასა და ამერიკაში ყოველწლიურად იმატებს არასრულწლოვანთა მხრიდან ჩადენილი მკვლელობების რიცხვი. მკვლევარები გამოყოფენ ახალგაზრდულ მკვლელობათა შემდეგ 4 კატეგორიას: 1. მკვლელობები სკოლაში; 2. მიბაძვითი მკვლელობები; 3. მშობელთა მკვლელობები; 4. ჯგუფური მკვლელობები. APA მონიტორ-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად სკოლაში მომხდარი მკვლელობების უმეტესი ნაწილი 14-15 წლის მოზარდების ჩადენილია. მათ არ ახასიათებთ მკვლელობებისთვის ჩვეულებრივი მოტივი-ქურდობა და/ან ყაჩაღობა, მათი მთავარი მიზანია ერთი გასროლით მოკლან მაქსიმალურად მეტი ადამიანი. მათ აქვთ ექსტრემალურად ნარცისტული ბუნება და მზად არიან დასაჯონ ის, ვინც მათ სათაყვანებელ წარმოდგენას საკუთარ თავზე ოდნავაც კი შეურაცხყოფს.

სტატისტიკის მიხედვით სკოლაში ჩადენილი მკვლელობები ყველაზე ხშირად იაპონიაში ხდება, იქ, სადაც სტუდენტების უმრავლესობა დანას სისტემატურად ატარებს. ამერიკელი მოზარდები ცეცხლსასროლ იარაღს ატარებენ, გოგონები-დანებს! მიბაძვითი მკვლელობების რიცხვი, ექსპერტების შეჯამებით, ყოველწლიურად ამერიკაში 50 000-ს აღწევს. კულტ მკვლელებს ახასითებთ სატანური მიდრეკილებები; ასეთი ადამიანები იტანჯებიან გარიყულობით საზოგადოების მხრიდან და დეპრესიით. მათ სურთ სენსაციური ქმედებებით თავად გახდნენ სხვათა კულტი. მშობელთა მხრიდან შვილებისადმი ძალადობრივი ქმედებები (სექსუალური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური) იწვევს მათ მკვლელებად ჩამოყალიბებას. გოგონათა სიცოცხლის ხანგრძლივობა, სტატისტიკის თანახმად, 25 წელს არ აღემატება. სკოლაში გახშირებულმა მკვლელობებმა საერთაშორისო გამოცემების ,,International  Herald tribune”-სა და “Economis”-ის ყურადღებაც მიიქცია.,,International Herald tribune”-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით ,,school Killings  shake  Germany  to the core”, სადაც 17 წლის მოზარდმა განაცხადა: ,,მე მაქვს იარაღი, რითაც ხვალ ჩემს ძველ სკოლას ავაფეთქებ. შესაძლოა ცოცხალი გადავრჩე, რის შესახებაც თქვენ უთუოდ ხვალ, ოთხშაბათს შეიტყობთ!”

ტიმ კრესტჩერმა მოკლა 9 მოსწავლე, (8 მათგანი გოგონა იყო) 3 მასწავლებელი და კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სკოლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ფსიქიატრიული კლინიკის წინ იდგა. გაქცეულ დამნაშავეს პოლიცია დაედევნა. მან კიდევ 2 ადამიანი მოკლა და შემდეგ თავიც მოიკლა. გერმანიის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ გერმანია ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც ყველაზე მკაცრი კანონები აქვს იარაღის ტარებასთან დაკავშირებით. “იარაღის მეპატრონეებმა უნდა დაამტკიცონ იარაღის ტარების აუცილებლობა, რეგისტრაცია გაიარონ პოლიციაში და შეინახონ იარაღი საიმედო ადგილას. მიუხედავად ამისა, გერმანიის ყოველი 100 მოქალაქიდან 30 იარაღს ატარებს, თუმცა გერმანიის მაჩვენებელი ვერ შეედრება შეერთებული შტატებისა და ფინეთის მონაცემებს. აშშ-ში ყოველი 100-დან 89 იარაღს ატარებს, ხოლო ფინეთში – 45. გერმანული პრესის ინფორმაციით, დამნაშავე ტიმ კრესტჩერის მშობლებს 12 იარაღზე მეტი ჰქონდათ საკუთრებაში. დამნაშავის მამა ცნობილი ბიზნესმენი ყოფილა. ამ მკვლელობის შემდეგ სკოლაში დაინერგა მასწავლებელთა გადამზადება პოლიციელთა მიერ, მაგრამ სკოლის დირექტორის განცხადებით ,,როგორც ჩანს, ჩვენ ვერასოდეს ვიპოვით რეცეპტს, რომელიც 100% ეფექტური იქნება.” გერმანიის პარლამენტის კონსერვატიული პარტიის ლიდერმა საჯაროდ განაცხადა: ,,ჩვენ გვჭირდება იმის გაცნობიერება, რომ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე მაქსიმალური დაცვის საჭიროების შეგნება.”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: