Georgian News

Just another WordPress.com site

Deutsche Welle – ევროპის გულიდან

Posted by SalomeaS on January 16, 2011

დოიჩე ველე გერმანული მედია-საშუალებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში მრავალ ენაზე მაუწყებლობს. ის ნდობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. 1500-ზე მეტი მუდმივი და რამდენიმე ათასი თავისუფალი თანამშრომლისგან შემდგარი გუნდი ახალ ამბებს გადასცემს ტელევიზიით გერმანულ, ინგლისურ, ესპანურ და არაბულ ენებზე, ხოლო რადიოთი და ონლაინ _ 30 ენაზე. რეპორტაჟები კეთდება მთელი მსოფლიოდან. დოიჩე ველეს აქვს აკადემია, სადაც ინტერკულტურული მედია-ტრენინგები ტარდება. არხი ფინანსდება სახელმწიფოსგან. მისი ყოველწლიური ბიუჯეტი 275 მლნ. ევროა. მის მმართველ გუნდს შეადგენენ ერიკ ბეთერმანი, ვალენტინ შმიდთი. პეტერ ქლევერი და სხვები. დოიჩე ველეს ცენტრლური ოფისი მდებარეობს ბონსა (რადიო და ვებ.) და ბერლინში (ტელევიზია და ვებ.).
ყველაფერი კი 1953 წლის 3 მაისს დაიწყო, როცა ეთერში პირველი რადიო-გადაცემა გავიდა. რამდენიმე კვირაში გაფორმდა თანამშრომლობა ARD-სთან, შემდეგ WDR-სთან. ზუსტად ერთ წელში დოიჩე ველემ მაუწყებლობა დაიწყო ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ და ესპანურ ენებზე. 1960 წლიდან არხი დამოუკიდებლად გავიდა ეთერში, რაც კანონით იქნა დაშვებული. სათაო ოფისი განთავსდა კიოლნში. მალევე კვლავ გაფორმდა ARD-სა და WDR-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება.
1962 წლიდან DW-ს მაუწყებლობის ენათა სპექტრი გაფართოვდა და დაემატა რუსული, უნგრული, თურქული, ჩეხური, სერბული და სხვ. იგივე მეორდებოდა 60-იანი წლების ბოლომდე და 1970-სთვის დოიჩე ველე აფრიკულ და აზიურ ენებზეც მაუწყებლობდა.
არხის ისტორია განსაკუთრებით საინტერესო ხდება 90-იანი წლებიდან. ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ დოიჩე ველეს ახალი შესაძლებლობები გაუჩინა. სწორედ ამ დროს ჩაირთო მისი ტელემაუწყებლობა. 1992 წლის 1 აპრილს პირველი გადაცემა გავიდა ეთერში. არხი სატელიტზე გაუშვეს, რასაც მოჰყვა მაუწყებლობა არაბულ, ესპანურ და ალბანურ ენებზე. 1993 წელს კონცერნმა ვებ-გვერდის პრეზენტაცია მოაწყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მსმენელსა და მაყურებელს http://www.dwelle.de-ს მეშვეობითაც შეეძლო ახალი ამბების მიღება. RBI-სთან თანამშრომლობა ორივე მედია-საშუალებისთვის მომგებიანი აღმოჩნდა. მათ თანამშრომლებიც კი გაცვალეს.
თუმცა ყველაფერი ასე იდეალურად არ ყოფილა. არხს ფინანსური პრობლემები აწუხებდა, რაც ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იყო მრავალჯერ გაფორმებულ-გაუქმებული თანამშრომლობისა. 1994 წელს არხის თანამშრომელთა რიცხვი 1000-ით, 2004-ში კი ბიუჯეტი 75 მლნ. ევროთი შემცირდა. მხოლოდ 2006 წელს მივიდა ბუნდეს-მთავრობა იმ დასკვნამდე, რომ ასე გაგრძელება არხის დაღუპვას ნიშნავდა და DW-ს დაფინანსება გაიზარდა.


დღეს, ფინანსურ პრობლემებდაძლეული კონცერნის სათაო ოფისი ბერლინსა და ბონშია. ორივე ქალაქში ხდება http://www.dwelle.de-ს მომზადება. საინტერესოა, რომ 2004 წელს მიღებული კანონის საფუძველზე გერმანიაში მხოლოდ DW-ს აქვს უფლება, ჰქონდეს ვებ-გვერდი, რომელიც ზუსტად ისევე იქნება უფლებამოსილი ახალი ამბების გავრცელებისას, როგორც რადიო და ტელევიზია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: