Georgian News

Just another WordPress.com site

წეროვანი, ახლო ხედიდან

Posted by მარიამ ხიდირბეგიშვილი on January 15, 2011

 

მარიამ ხიდირბეგიშვილი

 

წეროვანი, ეს ის ადგილია, სადაც 2008 წლის ომის შემდეგ გადმოსახლებული ლტოლვილები ცხოვრობენ. ეს დასახლება ავტობანიდან კარად ჩანს. რიგებად ჩამწკრივებული ყველა კოტეჯი ერთმანეთს გავს.

ახალგორიდან დევნილი ქალბათონი სოფო ნათაძის თქმით, წეროვანში გადმოსახლებულებს კოტეჯში გაზის გამათბობელი, მაცივარი, რამდენიმე საწოლი და ტელევიზორი დახვდათ. შემდგომში უმეტესობამ საკუთარი ხარჯით მოაწყო სახლი. ზოგმა ოთახი მიაშენა, ზოგმაც მანქანის ფარეხი და ასე გაფართოვდნენ. ქალბატონი სოფოს თქმით, მათ ხშირად აგონდებათ თავიანთი სახლები, ეზოები და ის ცხოვრება, რომელსაც თავისდაუნებურად გამოეთხოვნენ.

ახალგორში ისინი აქტიურ ცხოვრებას ეწეოდნენ, ახლა კი 30 კვადრატულ მეტრში გამოკეტილებს უსაქმურად უწევთ ყოფნა. მორბელაძეების ოჯახი დიდია და მათ ძალიან უჭირთ ორ ოთაში მოთავსება. ქალბატონი ლუბას თქმით, ეს უსამართლობაა, რადგან არის ბევრი კოტეჯი, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს, მათ პატარა ბინაში კი ორი ოჯახს უწევს ცხოვრება.

ახალგორელები ყვებიან, რომ კოტეჯები უსამართლოდ განაწილდა, რამაც მოსახლეობას შორის კონფლიქტი გამოიწვია.

ერთერთი სახლის კარზე ვაკაკუნებ. სასიამოვნო ქალბატონი მეგებება, ყავას და ახალგორულ ნამცხვარს მთავაზობს. მეზობელ ხნიერ კაცს ურეკავსპროფესიით ჟურნალისტს. საუბრისას ქალბატონის მეუღლე და მეზობელიც გვიერთდებიან.

`აქ ყველანი ერთნი ვართ,” – მეუბნება სახლის დიასახლისი, მარიკა დურგლიშვილი. მისი თქმით, წეროვანში ყველა ერთნაირად ცხოვრობს, ყველას ერთნაირად უჭირს, მათაც ვინც მდიდრულად ცხოვრობდა ახალგორში და იმ ოჯახებსაც, რომლებიც გაჭირვებულნი იყვნენ.

მარიკა დურგლიშვილის განცხადებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, მათ უკვე რამდენიმე თვეა აღარ ეხმარება. საკვებს აქამდე გაეროს დახმარებით იღებდნენ. პაკეტში შედიოდა: მაკარონი, ბრინჯი, ზეთი. ასევე: სარეცხის ფხვინი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ახლა კი არც ის ელემენტალური დახმარება აქვთ, რომელიც თვეში ერთხელ მისდიოდათ.

`დახმრება, არსებობს არა მხოლოდ მატერიალური, არამედ სულიერიც,”_ მეუბნება ჟურნალისტი როლანდ ოვაშვილი. იგი ამბობს, რომ ხელისუფლებასთან პირდაპირი ურთიერთობა არ აქვთ, ინფორმაციულად კი ვაკუუმში იმყოფებიან. ვერ გაურკვევიათ საკუთარი სოცილაური სტატუსი, ვერც ის, ეკუთვნით თუ არა ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ახლა ცხოვრობენ, რა ელით მომავალში. მათ როგორც იციან, ამჟამად სახლების დამტკიცებაზე მიდის საუბარი სამინისტროში. აქვთ შეკითხვები, პასუხებსვერ იღებენ. როგორც ბატონი როლანდი ამბობს, დასახლებაში ხშირად ჩამოდიან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები, მაგრამ მათთან შეხება არ ჰქონიათ.

ავთანდილ ჩიგოევი, ოჯახის უფროსი – “დახმარებას წეროვანში მცხოვრები ყველა დევნილი იღებს, ოჯახის უფროსი 30 ლარს, დანარჩენი წევრები 22-24 ლარს. პენსია აქვთ დანიშნული მოხუცებს, თუმცა სამედიცინო მეთვალყურეობის ნაკლებობას უჩივიან, საკუთარი შემოსავლით წამლების ყიდვასაც ვერ ახერხებენ. გაზის გადასახადიდან 50 ლარს სახელმწიფო იხდის. თუ ლიმიტს გადავაჭარბეთ გადახდა თავად გვიწევს. იგივე ტიპის შეღავათებია ელექტროენერგიაზეც. დასუფთავებასა და წყალზე კი მხოლოდ ხელისუფლება ზრუნავს. ეს შეღავათები არის, მაგრამ შემოსავალი საერთოდ არ აქვს ზოგიერთ ოჯახს, დასაქმებული ძალიან ცოტა მოსახლეა”.

ვალერი კოპალეიშვილი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსია. ის ყველა ჩემს კითხვას უსმენს.

კითხვაზე თუ რა დახმარებებს სთავაზობენ წეროვანში დასახლებულ სტოლვილებს და ასევე აქვთ თუ არა ხშირი კონტაქტი მათთან , მან მიპასუხა – “დევნილთა ორი ტიპი არსებობს არის კომპაქტური და კერძო ლტოლვილი. წეროვანში მცხოვრები ახალი ლტოლვილები არიან და ისინი კომპაქტური ლტოლვილების კატეგორიას განეკუთვნებიან. მათ ლოტვილის სტატუსი ჯერ არ აქვთ. წეროვანში დასახლების დღიდან ჩვენ მათ დახმარებას ვუწევთ. თავიდან გაეროს დახმარებით მოსახლეობას ფულადი დახმარებაც გავუწიეთ სულზე 200 ლარი, ასევე თუ ბავშვები ჰყავდათ კიდევ დამატებით სხვა დახმარება ეკუთვნოდათ. შემდეგ ასევე გაეროს 1 წლიანი პროექტის მიხედვით თვეში ერთხელ მისდიოდა პროდუქტი, და სახლისთვის საჭირო ნივთები. ასევე ვეხმარებოდით კომუნალური გადასახადების გადახდაში. ჩვენ ძალიან ხშირი კონტაქტი გვაქვს წეროვანის მოსახლეობასთან. იქ არის ადგილობრივი პოლიცია, რეგიონალური სამსახური და ასევე ადგილობრივი თვითმართველობა, რომელიც იქ მხოლოდ იმ მიზნით არის, რომ ამ ხალხს დაეხმაროს. რაც შეეხება იმ დახმარებებს, რომელიც შეწყვეტილია უკვე 6 თვეა და წეროვანის მოსახლეობა ვერ იღებს, ეს იმის ბრალია, რომ გაერომ ვეღარ შეძლო ამდენი ლტოლვილის დახმარება და მხოლოდ ისეთებს ეხმარება, რომელთაც მართლაც არანაირი შემოსავალი არ აქვთ.

წეროვანის მოსახლეობის პრობლემებიდან გამომდინარე, ჩემი მომდევნო კითხვა ეხებოდა სახლების დაკანონებას, დაკანონების შემდეგ იმ დახმარებების შეწყვეტას, რომელსაც დღეს წეროვანის მოსახლეობა იღებს და თან არც ყოფნის. მისი პასუხი ასეთი იყო : “სახლების დაკანონება მართლაც ხდება. ამ პერიოდში მიმდინარეობს ამ საქმის განხილვა და მელე ეს კანონი ძალაში შევა. კანონი, როდესაც ძალაში შევა და წეროვანის მოსახლეობა დაიკანონებს ამ სახლებს მათ უკვე აღარ ექნებათ ეს სოციალური დახმარება, ანუ ის ფულადი დახმარება, რომელსაც დღეს იღებენ და იქნებიან ჩვეულებრივ კერძო ლტოლვოლები, რომლებიც მიიღებენ ხელისუფლებისგან 28 ლარს თვეში. ეს ეკუთვნის ყველა ოჯახის წევრს და იცხოვრებენ ისევე, როგორც სხვა კერძო ლტოლვოლები. მათი უკმაყოფილება, გასაგებია, რადგან ისინი სხვა გარემოში ცხოვრობენ, ახალი ცხოვების დაწყება მოუწიათ. და ალბათ ეს ყველასთვის ძალიან ძნელი იქნებოდა. მათი დღე იმაზე ფიქრით იწყება, თუ როდის დაბრუნდებიან თავიანთ მიწაზე. ეს კი არა მარტო მათთვის, ყველასთვის გაურკვეველი თემაა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: