Georgian News

Just another WordPress.com site

ანანურის სამონასტრო კომპლექსი (1660-1676 წწ.)

Posted by თამუნა ჯანაშია on January 15, 2011

ანანურის კომპლექსი მდებარეობს დუშეთის რაიონში, თბილისიდან 60 კილომეტრის დაცილებით, არაგვის მარჯვენა მხარეს, ჟინვალის წყალსაცავთან. ის  საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. მასში თავმოყრილია, საკულტო, სამხედრო, და საერო ხასიათის ძეგლები. ანანურის ანსამბლის დომინანტს წარმოადგენს დიდი გუმბათოვანი ღვთისმშობლის ეკლესია. იგი მიეკუთვნება შუა საუკუნეებში გავრცელებულ ცენტრალურ-გუმბათოვან ტაძართა ტიპს. ეს დიდი ზომის ნაგებობა ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურული ძეგლია გვიანი საუკუნეების საქართველოში.

 

 

ზედა ციხის დასავლეთ მონაკვეთში დგას ღვთაების ეკლესია, იგი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა.

 

ანანურის ციხის ციტადელი უკეთაა შენახული. ამ გრძელ ნაგებობაში რამდენიმე კოშკია ჩართული. შესასვლელი სამხრეთიდანაა, ოთხსართულიანი სათავდაცვო კოშკის პირველ სართულიდან. კარის წინ ქვის კიბეა. კოშკის ზედა სართულები დაზიანებული და გადაკეთებულია. მეორე სართული საცხოვრებელია.

 

 

 

 

2007 წლიდან ანანურის სამონასტრო კომპლექსი შეატანილია უნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

მას აქვს როგორც ისტორიული და რელიგიური დანიშნულება ასევე ტურისტულიც.

ფოტოების ავტორი: თამუნა ჯანაშია

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: