Georgian News

Just another WordPress.com site

ალკოჰოლისადმი ლტოლვა

Posted by მარიამ ხიდირბეგიშვილი on January 15, 2011


მარიამ ხიდირბეგიშვილი

ალკოჰოლიზმი (ქრონიკული ალკოჰოლიზმი) პროგრესულად მიმდინარე დაავადებაა, რომლის საფუძველსაც ეთილის სპირტისადმი ლტოლვა წარმოადგენს. სპირტიანი სასმელების ჭარბი მოხმარება (ლოთობა) იწვევს ქცევის ზნეობრივი და სოციალური ნორმების რღვევას. ამით ადამიანი ვნებს საკუთარ ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს ოჯახსა და საზოგადოებას. ახალგაზრდებს შორის სიკვდილის მიზეზი ხშირად ალკოჰოლური მოწამვლაა. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს გულის პირველადი გაჩერება და მოულოდნელი სიკვდილი ან გულის რიტმის დარღვევა (მაგალითად, მოციმციმე არითმია). ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შემთხვევაში იზრდება საყოფაცხოვრებო, საწარმოო და სატრანსპორტო ტრავმების ალბათობა. ალკოჰოლიზმით დაავადებულებს შორის თვითმკვლელობა უფრო ხშირია.

მიზეზები. ალკოჰოლისადმი სწრაფვის ერთერთი მიზეზია ეთილის სპირტის ფსიქოტროპული და სედაციური მოქმედება, რაც ეიფორიას (გუნებაგანწყობის ამაღლებას) და რელაქსაციას (დაძაბულობის მოხსნას) იწვევს. ასეთი ეფექტებისადმი მიილტვიან პათოლოგიური პიროვნებები, ნევროზიანები, ისინი, ვინც ვერ ახერხებს საზოგადოებასთან ადაპტირებას, ემოციური და ფიზიკური გადაძაბვის პირობებში მომუშავეები.

ალკოჰოლისადმი მიდრეკილების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს სოციალური გარემოცვა, ოჯახური მიკროკლიმატი, აღზრდა, ტრადიციები, სტრესებისა და სტრესული სიტუაციების სიხშირე. უდავოა მემკვიდრეობითი ფაქტორების, სახელდობრ, ხასიათის თავისებურებისა და მეტაბოლური ცვლის დარღვევისადმი წინასწარგანწყობის გავლენა.

სიმთვრალის ხარისხი დამოკიდებულია სასმლის რაოდენობასა და ხარისხზე, ალკოჰოლისადმი ინდივიდუალურ მგრძნობელობასა და ადამიანის ფსიქოფიზიკურ მდგომარეობაზე. განასხვავებენ თრობის 3 ხარისხს: მსუბუქს, საშუალოს და მძიმეს. ტიპურ შემთხვევაში თრობის დროს მაღლდება გუნებაგანწყობა, ადვილდება ურთიერთობა, ადამიანი კმაყოფილია საკუთარი თავით და ირგვლივ მყოფებით, ხდება თვითდაჯერებული და კომუნიკაბელური. უჩნდება კუნთების მოდუნებისა და ფიზიკური კომფორტის განცდა; მიმიკა ჩვეულებრივზე მეტყველია, მოძრაობა კი ნაკლებად ზუსტი.

არსებობს თრობის ატიპური ფორმები, როდესაც სიმთვრალის დასაწყისში ეიფორიის ნაცვლად გუნებაგანწყობა ქვეითდება, ადამიანი გაღიზიანებულია, გაბოროტებული, უკმაყოფილო, აგრესიული.

მოზარდთა ალკოჰოლიზმი შეიმჩნევა უმთავრესად ისეთ ოჯახებში, სადაც მოზარდების მიმართ კონტროლი სუსტია, მეტადრეროცა მშობლებიც ალკოჰოლიზმით არიან დაავადებულნი. ალკოჰოლს უმთავრესად 13-15 წლის მოზარდები ეტანებიან, თუმცა აღრიცხულია ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევები უფრო ადრეულ ასაკშიც. მოზარდებში, განსაკუთრებითსისტემატური სმის დროს, სწრაფად ყალიბდება აბსტინენციის სინდრომი და ვითარდება ფსიქიკური მოშლილობა. მოზარდს ხასიათი ეცვლებაიღებს ფსიქოპათიურ ელფერს, რაც ან აგზნებადობის მატებით, აგრესიულობით, ან აქტიურობის, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითებით გამოიხატება. ამ ასაკში ხშირად ერთდროულად მოიხმარენ ალკოჰოლს და ნარკოტიკულ საშუალებებს.

ალკოჰოლიზმის მკურნალობა: ალკოჰოლიზმის მკურნალობა წარმატებით დაგვირგვინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად ავადმყოფს სურს განკურნება, მაგრამ არც ერთი ალკოჰოლიკი თავს ავადმყოფად არ მიიჩნევს, ამიტომ საჭიროა ფსიქოლოგიური მომზადება ექიმ ნარკოლოგის, ფსიქოთერაპევტისა და ფსიქოლოგის დახმარებით.

სამედიცინო სტატისტიკა მოწმობს, რომ ადამიანთა დაახლოებით 83% რომლებიც ჭარბად ღებულობენ ალკოჰოლს, აღენიშნებათ გულის დაავადებები, 20% გასტრიტის და კუჭის წყლული, ხოლო 15% კი ტუბერკულიოზი.

სპირტიანი სასმელების ბოროტად გამოყენება ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას საშუალოდ 15-20 წლით. ალკოჰოლიკის შვილებს, როგორც წესი სუსტი ჯანმრთელობა აქვთ და აღენიშნებათ მიდრეკილება მძიმე ნერვიული დაავადებებისაD(ეპილეფსია, იდიოტიზმი) და გონებრივი ჩამორჩენილობისაკენ.

რეპრეზენტატული შერჩევის საფუძველზე, 2007 წლის აპრილში ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 16 წლისა და უფროსი ასაკის 1 500 თბილისელმა. მონაცემების სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება ± 2,6%-.

ზოგადად, თბილისელების ორი მესამედი (66%) მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელებს. როგორც აღმოჩნდა, ეს მამაკაცებისთვის უფრო დამახასიათებელია (77%), ვიდრე ქალებისთვის. თუმცა, თბილისელი ქალბატონების საკმაოდ დიდი ნაწილიც (53%) არ ამბობს უარს ალკოჰოლის მიღებაზე.

დღესდღეობით საქართველოში ალკოჰოლის მომხმარებელმა მოიმატა, ახალგაზრდების სახით. პარასკევი, შაბათი და კვირა ძირითადადდალევისდღეებად არის წარმოდგენილი. ეგრედ წოდებულიღამის კლუბებიამ დღეებში ახალგაზრდებით არის სავსე. ცოტას, თუ შეხვდებით ფხიზელ ადამიანს ასეთ ადგილებში.

ერთერთი ბარის ბარმენ ბექას თქმით, ქართველი ერი არის დაკომპლექსებული ყველაფრისგან, შესაბამისად ახალგაზრდობაც, ამიტომ უჭირთ გართობა ალკოჰოლის მიღების გარეშე. გახსნაზე ჰყავდა კლიენტი, რომელმაც დალია 2 ნახევარლიტრიანი კონიაკი და 30 ბაკალი ლუდი. მისი თქმით ახალგაზრდები იმდენს სვამენ, რომ შემდეგ ითიშებიან. ხშირად გოგონებიც ისე თვრებიან, რომ ძლივს მიჰყავთ სახლში. ძირითადად მოთხოვნაა კონიაკზე.

რამდენიმე მშობელს გავესაუბრეთ და მათი თქმით, დღევანდელი ახალგაზრდობა ძალიან ბევრს სვამს და ეს იმის ბრალია, რომ მათ სხვა ინტერესები არ აქვთ, ისინი არ კითხულობენ წიგნებს, არ მუშაობენ, არ არიან დაკავებულნი სხვა უფრო საინტერესო რაღაცეებით. ისინი ამაზე ძალიან ნერვიულობენ. ერთერთი შობელის თქმით უნდა იყოს აკრძალული ალკოჰოლის მიღება 18 წლამდე. ყველა მშობლისთვის ეს ძალზედ მიუღებელია, მათი აზრით, ჩხუბი, ავარია და უამრავი არასასიამოვნო რამ მოდის სიმთვრალიდან. შეიძლება დალევა დაბადების დღეებზე, დღესასწაულებზე, მაგრა ზომიერად და სიმბოლურად.

ახალგაზრდებთან საუბრისას, მათი უმეტესობის აზრით ალკოჰოლის მიღება აუცილებელია, როდესაც გასართობად მიდიხარ, მაგრამ იმდენი არ უნდა დალიო, რომ მეორე დღეს არ გახსოვდეს, ესეთ სიტუაციაშიც ხშირად ყოფილან. ბიჭების უმეტესობას ძირითადად აღიზიანებთ მთვრალი გოგონები. საუბრისას ახალგაზრდების ნაწილმა განაცხადა, რომ საკმაოდ ხშირად სხვამენ. მათი თქმით, ალკოჰოლი კარგია, რადგან მისი მიღებისას ხდებიან თავისუფლები, ხალისიანები და უფრო კონტაკტურები. 22 წლის მარიამმა თქვა, რომ იგი იმდენად ხშირად სვამს, რომ სახლში ნერვიულობენ მასზე, იგი დარწმუნებულია, რომ მას გალოთება არ ემუქრება, რადგან უბრალოდ მოწონს დალევა.

აღაპიშვილი ნანა, ფსიქოლოგი: მოზარდობის ასაკში დამოუკიდებლობას, ავტონომიას გრზნობენ ხოლმე ხშირად და თვლიან, რომ ისინი დამოუკიდებლები არიან , ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ მიიღონ ალკოჰოლი, გაატარონ დრო ისე, როგორც ზრდასრულები ატარებენ, მოაწყონ წვეულებები. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამას. დღეს ახალგაზრდებს არ აქვთ ფული, რომ იყიდონ ხარისხიანი სასმელი და ყიდულებენ იაფიან სასმელს, რომელიც სერიოზულ ინტოკსიკაციას იწვევს, მოქმედებს ფსიქიკაზე და შესაბამისად ეს აგრესიული და ძალადობრივი ქცევა მატულობს მათში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: