Georgian News

Just another WordPress.com site

ანტიტერორისტული სპეცოპერაცია

Posted by ვახტანგ შამუგია on January 11, 2011

ანტიტერორისტული სპეცოპერაცია

დაღესტანში, ხასავიურტის დასახლებაში 4 იანვარს, რუსეთის ფედერალური სამსახურის თანამშრომელთა მიერ ჩატარებულ იქნა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც  ლიკვიდირებულ იქნა ოთხი ტერორისტი. გარდაცვლილთა შორის არის ჯგუფის ლიდერიც, 45 წლის რუსლან მაკაევი, რომელიც 2003 წლიდან ფედერალურ ძებნაში იმყოფებოდა. მას ბრალად  ედება ტერორისტული აქტების ორგანიზება ჩეჩნეთსა და ინგუშეთში, თავდასხმები ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებზე.  ტერორისტებმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს. ორმხრივი სროლისას დაჭრილ იქნა ფსბ–ს  სამი თანამშრომელი.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტები დაღესტნის ტერიტორიაზე მთლი რიგი ტერორისტული აქციების განხორციელებას აპირებდნენ. მათ ერთ–ერთ მთავარ სამიზნეს  დაღესტანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენდა. ამ ვარაუდს ამყარებს ის ფაქტიც, რომ  ლიკვიდირებული  პირების  საცხოვრებელ სახლში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება, იარაღი და საბრძოლო მასალები იქნა აღმოჩენილი.  დაღესტნის ფედერალური სამსახურის უფროსის – მურად ნუგუზოვის განცხადებით ამ ეტაპზე სპეცოპერაცია დასრულებულია. ტერორისტული  აქტების საფრთხე ჯერ–ჯერობით აღარ არსებობს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: