Georgian News

Just another WordPress.com site

Night life in Tbilisi

Posted by ლაშა ჟორჟოლიანი on January 4, 2011

იმას ვისაც გართობა უნდა, ხმამაღალი, ელექტრონული, ცოცხალი მუსიკა, ნაირ-ნაირი კოქტეილები, უზღვავი ენერგია და მაქსიმალური თავსუფლება. ეს ყველაფერი მაშინ, როცა პარასკევს და შაბათს საღამოს 22:00 საათი გახდება,კლუბების კარებები გაიღება და ის მცირე, მაგრამ ღამის ცხოვრების მოყვარული ახალგაზრდობა ეზიარება გასაოცარ მუსიკას.

ეგრეთ წოდებული Night life”ანუ ღამის ცხოვრება ნაკლოვანებებით, მაგრამ მაინც ვითარდება. ევროპაში ასეთი ცხოვრება ძალიან მაღალ დონეზე დგას. მაგრამ წინა წლებთან შედარებით პროგრესი აშკარად იგრძნობა.

იმის გასარკვევად, თუ სად და როგორ ატარებს ახალგაზრდობა ღამეს – გამოკითხვა ჩავატარეთ. გამოიკითხა 50 ადამიანი 18-დან 30 წლამდე. მათ ორადორი კითხვა დავუსვით და პასუხები პროცენტებში ასე გამოისახა. თუ სად ერთობა ახალგაზრდობა: რესტორანში-34%; ღამის კლუბში-20%; ვსეირნობ-18%; მძინავს-14%; კომპიტერთან ვატარებ-14% და თუ რამდენად ხშირად დადიხართ კლუბში-პასუხები ასეთია: ყოველ ფართიზე-8%; თვეში 5-ჯერ – 12%; თვეში 2-ჯერ – 14%; წელიწადში 2-ჯერ – 28%; საერთოდ არ დავდივარ-38%.

აი ასეთია დაახლოებითი სურათი საქართველოში. მაინც, რატომ არ დადის ხალხი ღამის კლუბებში? პასუხი მარტივია, საქართველოში ეს მაინც ახალი ხილია. თუმცა ღამის კლუბების არსებობას საქართველოში, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან რამდენიმე წელიწადში ედება სათავე. პირველი ცნობილი ღამის კლუბი, რომელიც 1999 წელს გაიხსნა საქართველოში Ajara Music Hall”იყო. და საკმაოდ წარმატებითაც. მან 6 წელი იარსება და სათავე დაუდო დაქართველოში  ღამის ცხოვრების დანერგვას. ამის შემდეგ, კიდევ რამდენიმე კლუბი გაიხსნა საქართველოში, რომელთაგან Noa-Noa”და“16 Rounde”უნდა აღინიშნოს. ხოლო ამ ბოლოწლებში საკმაოდ ბევრი კლუბი გაიხსნა და ბევრიც დაიკეტა.

G.U.R.U.”– რომელიც განსაკუთრებით აქტიურობს და წელიწადის განმავლობაში ყველაზე მეტი უცხოელი DJ ჩამოყავს და ქართველ ქლაბერებსა თუ მელომანებს არაერთი დაუვიწყარი საღამო აჩუქა. ასევეა Bamba Rooms”რომელსაც ასევე საკმაოდ ბევრი უცხოელი DJ ჩამოყავს. უნდა აღინიშნოს „Night Office”– ის უდიდესი წვლილი. დღემდე ქლაბერთა უმრავლესობა ზუსტად ამ კლუბს ასახელებს საუკეთესოდ, თავისი კლუბური დიზაინითა და შესაძლებლობებით. საუკეთესო კლუბების ხუთეულში ასევე შედის ““SAFE CLUB”,Why not Privat Club( ყოფილი “Cubic”).

დღევანდელი თქვენი ყურაღება მინდაWhy not Privat Club”-ს მივპყრო, რომელიც კლუბ Cubic”-ის “ სამართალმემკვიდრეა“.  კლუბი 14 ოქტომბერს გაიხსნა დაგახსნაზე პარიზიდან მოწვეული 5  DJ-გან შემდგარი პოპულარული ჯგუფი MODE-F უკრავდა. ამ პომპეზურ გახსნას ბევრი ადამიანი დაეწსრო მათ შორის დიდ ნაწილს ქართული ბომონდი და პოლიტიკოსები შეადგენდნენ. პიველივე შეხედვით ჩანდა, რომ სტუმრებს ძალიან მოეწონათ ლუბის ახალი იერსახე. შეიცვალა ინტერიერი, გამოიცვალა ხმის სისტემა და ახალი, ორიგინალური დიზაინის ავეჯი დადგეს. „საოცრად სიმპატიურია. კიდევ ერთი კარგი კლუბი შეემატა ჩვენს ქალაქს “- აღნიშნა ია ფარულავამ ჩვენთან კომენტარში.

ალკოჰოლმა თავისებურად იმოქმედა საზოგადოებაზე და კლუბშიც ენერგიის ბუმი დაენთო. ამას ხელს ერთერთი საუკეტთესო DJ-ჯგუფი უწყობდა, რომლებმაც მართლაც ენერგიული და სასიამოვნო მუსიკა დაუკრეს. „ ვერ ვჩერდები, ძალიან მაგარია!უზომოდ რითმულია!“- მოკლედ დაახასიათა კახა ცისკარიძემ.

ცეკვა, გართობა, მუსიკა და უამრავი კოკტეილები გვაინ ღამემდე გაგრძელდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: