Georgian News

Just another WordPress.com site

სად შევხვდეთ ახალ წელს?

Posted by ლაშა ჟორჟოლიანი on January 4, 2011

ახალი წლისთვის მთელს მსოფლიოში განსაკუთრებულად ემზადებიან. იგეგმება საახალწლო ღონისძიებები, ეწყობა საახალწლო ბაზრობები, მაღაზიები დიდი ფასდაკლებებით ანებივრებენ მომხმარებლებს, ქალაქები ირთვება ნათურებით და ყველა ქალაქში იდგმება საახალწლო ნაძვისხე.
მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებიც ახალ წელს 1 იანვარს არ აღნიშნავენ. მაგალითად ჩინეთი, ინდოეთი, მუსულმანური ქვეყნები და სხვა.
ახალ წელს ყველა ქვეყანა თავისი შესაძლებლობების მიხედვით აღნიშნავს. ტრადიციებიც განსხვავებულია. ევროპასა და ამერიკაში, ახალ წელს ქუჩაში ხვდებიან, ოჯახურ გარემოში კი შობას დღესაქსწაულობენ.
საქართველოში ტრადიციაა ახალი წლის ოჯახში აღნიშვნა, მაგრამ ბოლო ათწლეულია ეს ტრადიცია იმსხვრევა და ამა ხელს უწყობა სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი საახალწლიო ღონისძიებები და და თბილისში არსებული რესტორნები, ბარები, პაბები და ღამის კლუბები, რომლების ყველანაირი გემოვნების ადამიანებზე მორგებულ საღამოებს აწყობენ და ამ დღესასწაულისთვის განსაკუთრებით ემზადებიან.
კულტურული ღონისძიებების რაოდენობის მხრივ, ახალი წელი უდავოდ ლიდერია სხვა დღესასწაულებთან ორთაბრძოლაში. 31 დეკემბერს საქართველოს კულტურული ცხოვრება პიკს აღწევს. ჩამოდის იმდენი ვარსკვლავი ერთდროულად, როგორც არასდროს.
შარშანდელ ახალ წელთან შედარებით, წლევანდელი ახალი წელი უდავოდ მასშტაბურია. გაფართოვდა გონისძიებების არეალები. თუ ათი წლის წინ ყველაზე საინტერესო ახალი წელი თბილიში ეწყობოდა, წელს შეძლებულ მოსახლეობას არჩევანი დიდი აქვს და დაუვიწყარი ახალი წლის აღნიშვნა ერთნაირად შეუძლიათ, როგორც თბილისში, ისე ბათუმში, გუდაურში, ბაკურიანში, სიღნაღსა და მესტიაშიც კი.
ბათუმი ყველაზე დიდ კონკურენციას უწევს თბილისს და ის, ვინც ახალი 2011 წლის დადგომის შეხვედრას ბათუმში აპირებს, უამრავი სიურპრიზი, თბილი და დაუვიყწარი ღამე ელოდება.პირველ რიგში ამას, თვით მსოფლიოში აღიარებული ოპერის ვარსკვლავი,

ანდრეა ბოჩელი ჰპირდება, რომელიც თანაბარი პოულარობით სარგებლობს კლასიკასა და პოპ – ბალადებში. ცნობილია მისი დუეტები სელინ დიონთან, ეროს რამაზოტისთან და სხვა ვარსკვლავებთან. იგი თორმეტი წლის ასაკში უბედური შემთხვევის გამო დაბრმავდა, მაგრამ იტალიელი ვარსკვლავი დღესდღეობით ყველა პოპულარული ჯილდოს მფლობელია.
კონცერტი 31 დეკემბერს, ევროპის მოედანზე გაიმართება და გახსნის ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასი, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი სოპრანო – იულია ნოვიკოვა შეცვლის. შემდეგ სოფო ნიჟარაძე იმღერებს, რომელაც სპეციალურად ბრაზილიიდან ჩამოსული მოცეკვავეთა და მომღერალთა ანსამბლი ჩაანაცვლებს და ბათუმის თბილ ამინდს კიდევ უფრო გაახურებენ. სცენის წინ მოეწყობა საციგურაო მოედანი, სადაც საქართველოს ნომერ პირველი, ფიგურულ სრიალში – ელენე გედავანიშვილი გამოვა თავისი ახალი წარმოდგენით. ისრიალებს ასევე საქართველოს საუკეთესო წყვილი – ელისონ ლინ რიდი და ოთო ჯაფარიძე. დაახლოებით პირველი საათისთვის კი სცენა ლეგენდარულ ანდრეა ბოჩელის დაეთმობა, რომლის სიმღერებსაც, ფიგურულ სრიალში ბავშვთა ანსამბლი გააფორმებს. კონცერტს მსოფლიოში აღიარებული, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი “სუხიშვილები” დახურავენ.

ვისაც საშუალება არ ექნება, რომ ბათუმში შეხვდეს ახალ წელს, მისთვის ალტერნატივა თბილისში დარჩენაა, სადაც თავისუფლების მოედანზე, გრანდიოზულ საღამოს გვპირდება თბილისის მერია. საახალწლო ღონისძიებები ქალაქ თბილისში 25 დეკემბერს დაიწყო. ამ დღეს პარლამენტთან ქვეყნის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ უამრავმა ადამიანმა იხილა ლიტველი სპეციალისტების მიერ დადგმული სამგანზომილებიანი ე.წ. 3დ ფორმატში გაკეთებული შოუ, როგორც მერიის პრესსამსახური აცხადებს: საახალწლო ღონიძიებები 15 იანვრამდე გაგრძელდება. უკვე  რამდენიმე დღეა მთაწმინდის პარკში თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი  პატარებს მასპინძლობენ და მათ უამრავ სიურპრიზს ჰპირდებიან. ისინი 1 იანვრამდე იქ იცხოვრებენ. საახალწლო სოფლებიც უკვე მოეწყო გლდანის პარკში, სპორტის სასახლესთან, ვარდების მოედანზე. სადაც დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის  ღონისძიებები გაიმართება. 27 დეკემბერ 16:00 – სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება – პოპ-მუსიკის კონცერტი ქართველი მომღერლების მონაწილეობით. 28 დეკემბერსსაბალეტო სპექტაკლი “მაკნატუნა” – “არტ ჰოლში” –უკეთებს  საჩუქარს მიუსაფარ ბავშვებს. 29 დეკემბერს 16:00 საათზე – გლდანის პარკში, პოპ-მუსიკის კონცერტზე ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.
მთავარი გალა კონცერტი კი 31 დეკემბერს 22:30 – თავისუფლების მოედანზე გაიმართება, საახალწლო კონცერტისთვის სცენა უკვე დამონტაჟებულია. ცნობილია რომ  იქნება 60-იანი წლების კოსმიური გარემო, სადაც ქართველ მაყურებელს საშუალება ექნება საყვარელ მომღერლებთან ერთად შეხვდეს ახალ 2011 წელს. მონაწილეპბენ ნოდიკო ტატიშვილი, დათუნა მგელაძე, მაია დარსმელიძე, ნინი ბადურაშვილი და ძალიან ბევრი სხვა მომღერალი. ასევე მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა ტელევიზიით, პირდაპირი ეთერის საშუალებით უყუროს კონცერტს. თბილისის მერიის განცხადებით ღონისძიება იქნება ძალიან ეფექტური, სახალისო და სანახაობრივი. საახალწლო კონცერტი დასრულდება ფეიერვერკით. ახალი წლის ღამეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქიმიური ნივთიერებების, ასაფეთქებლების, შუშხუნების და ალკოჰოლური სასმელების ტარება და გამოყენება აკრძალა. ვისაც სურს მოხვდეს  ამ საზეიმო ღონისძიებაზე, უნდა გაითვალისწინოს აკრძალვები, რადგან ისინი სპეციალურ შემოწმების გარეშე ვერ მოხვდებიან  გალა კონცერტზე.
რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის იქნება შესაძლებელი, რადგან 31 დეკემბერს თბილისში
სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. დღის 3 საათიდან გადაიკეტება თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი, პუშკინის ქუჩა ორბელიანის მოედნამდე და მისი გადამკვეთი ქუჩები.
თბილისში კიდევ ბევრი საახალწლო ღონისძიებებია დაგეგმილი. ვისაც ღამის კლუბები იტაცებს, მათთვის მართლაც რომ დიდი არჩევანია. მაგრამ გამორჩეული წინადადება მაინც G.U.R.U. კლუბმა შესთავაზა თბილისელ ქლაბერებს, სადაც ახლი წლის ღამეს განუმეორებელი შვეიცარიელი DJ Jamie Lewis დაუკრავს. დეტალების დასაზუსტებლად კლუბის არტ მენეჯერს, ლია ლეკვეიშვილს გავესაუბრეთ:
–    რას ჰპირდებით ახალი წლის ღამეს თქვენთან მოსულ სტუმრებს?
–    პირველ რიგში რა თქმა უნდა Jamie Lewis-ს, რომელიც უკვე მესამეჯერ ჩამოდის ჩვენს კლუბში. შვეიცარიელი DJ, რომელიც  Purple Music- ის, როგორც კლუბური მუსიკის ერთ-ერთი მიმდინარეობის დამაარსებელია და რომელსაც უამრავი ჯილდო აქვს მოპოვებული ჰაუს მუსიკის დაჯილდოვებებზე, რომელიც ყოველწლიურად დიდ ბრიტანეთში იმართება. ის შედის მსოფლიოს DJ – ების ტოპ ოცეულში.
–    როგორი იგეგმება საღამო?
–    ვიხსნებით 12 საათზე. დაკვრას დაიწყებს ჩვენი კლუბის რეზიდენტი DJ თემო, შემდეგ Jamie Lewis დადგება და დაუკრავს დაახლოების ღამის 5 საათამდე და დილამდე სასიამოვნო მუსიკას ისევ ჩვენი რეზიდენტი გააგრძელებს
–    სასიამოვნო მუსიკის გარდა, იქნება თუ არა რაიმე სახის სიურპრიზი?
–    რა თქმა უნდა იქნება და თქვენ პირველები შეიტყობთ ამის შესახებ. მოეწყობა გათამაშება, სადაც მრავალი საჩუქარია. ასევე ჩვენი ბარმენები აპირებენ, სტუმრებს შესთავაზონ სპეციასლური საახალწლო კოქტეილი და რომ არ დამავიწყდეს, სტრუმრებს, რომლების მაგიდასთან დასხდებიან მათ დახვდებათ შამპანური, ხილის ასორტი და გვაქვს ნოვაცია – ნაყინის ასორტი.
–    დაბოლოს, რა იქნება ბილეთის ფასი?
–    ვისაც მაგიდასთან ჯდომა სურს, მისთვის 160 ლარი, ხოლო თუ ფეხზე დასადგომ ბოლეთს ისურვებთ – 60 ლარი.
ასე , რომ  თუ G.U.R.U. Club-ში დააპირებთ წასვლას, არ დაგავიწყდეთ, ჩაიცვით ნათელი ფერები და მოერიდეთ ჯინსებს!!!
სასიამოვნო ახალი წლის ღამეს გვპირდებიან შარდენის ქუჩაზე, რომელიც ცნობილია თბილისის საუკეთესო ბარებით და კლუბებით. Bamba Rooms დაუვიწყარ ღამეს ჰპირდება მის სტუმრებს, რომელიც ჯერ-ჯერობით ასაიდუმლოებს საახალწლო გეგმებს. თუმცა აქვე გვახსენებს, რომ ყველა ადგილი უკვე დაჯავშნილია.
ვისაც პოპ-როკის სტილის მუსიკა იტაცებს, მათთვის საუკეთესო ადგილი, სადაც ახალ წელს შეხვდებიან Redisson Blu Iveria Hottel – ის ბარი Filin-ია, სადაც ბენდი “CITY LIFE” დაუკრავს. ბილეთის ფასი 150 ლარია.
“ მე არ ვიგონებ ფუნჯს, მე უბრალოდ ვხატავ”- ეს სიტყვები ლეგენდარულ მარკ ივენსს ეკუთვნის, House Music- ის ვარსკვლავს, რომელიც ახალი წლის მართლაც დაუვიწყარ საღამოს მოაწყობს ქალაქურის ლაუნჯ ბარში, სადაც ყველას შეეძლება მისი განუმეორებელი კომპოზიციის “The Way You Love Me”-ს და მრავალი სხვა სიმღერის მოსმენა, რომლებმაც ძალზედ პოპულარული გახადა ეს ადამიანი.

თბილისი Event Hall-ში  Denis Rollin’s, Badbon & Co, ჯგუფი “Gabin” და  DJ Perry Louis წარმართავენ 2011 წლის პირველ ღამეს, ბილეთის ფასი 100 ევრო იქნება. ფასში შედის საახალწლო სუფრაც, შამპანური და ტკბილეული.
ის ვინც ქართული, ქალაქური სიმღერის მოყვარულია რესტორანი “მონოპოლი” ეპატიჯება ახალ წელს. სადაც თვით გია სურამელაშვილი იმღერებს. ასევე ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი “ბაგრატი” და ნინი შერმადინი ასიამოვნებს აქ მოსულ სტუმრებს. გელოდებათ უგემრიელესი, საახალწლო, ქართული და ევროპული კერძები.
მას ვისაც ახალ წელს თოვლთან ერთად უნდა შეხვდეს “Music hall Gudauri” კლუბში ეპატიჯება,

სადაც თქვენ მოუსმენთ იბიცის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის – Bora-Bora- ს რეზიდენტს – DJ Gordon Edge-ს.

ეს ის მცირე ჩამონათვალია, სადაც ახალი წილის შეხვედრა შეგიძლიათ, მაგრამ კარგად ჩანს, რომ 2011 წელი დახუნძლულია კულტურული ღონისძიებებით და თუ ესე გარძელდა იმედი მაქვს, რომ 2012 წელს ბათუმში ალბათ U2- ს ჩამოიყვანენ, ხოლო თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში კი, გამორიცხული არაა, რომელიმე ტოპ ათეულის DJ ვიხილოთ, მაგალითად David Guetta.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!!!

 


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: