Georgian News

Just another WordPress.com site

ავტობუსების მარშრუტები შემცირდა

Posted by Elina Saakyan on December 30, 2010

ვის აწყობს ავტობუსების მარშრუტების გაუქმება და რეისების შემცირება? ამ კითხვაზე ნებისმიერი  თბილისელი ასეთ პასუხს გაგცემთ: – “თბილისის სატრანსპორტო კომპანია ჩვენზე დიდ ფულს აკეთებს”.

ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 29 ოქტომბრის დადგენილებით, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ძალაში შევიდა ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ავტობუსების (M3 კატეგორია) ახალი სამარშრუტო სქემა. ავტობუსების 36 მარშრუტი გაუქმდა, 33 მარშრუტს მოძრაობის სქემა შეეცვალა, დაემატა 2 ახალი მარშრუტი, ხოლო იმავე რეისით 56 მარშრუტი მოძრაობს.

ახალი სქემის ძალაში შესვლადმე თბილისის ქუჩებში სამი ზომის ავტობუსები მოძრაობდა: “იკარუსი” , დიდი და პატარა ზომის  “ბოგდანი”. დღეს “იკარუსი” აღარ ფუნქციონირებს. რეისები, რომლებსაც ის ახდენდა  გაუქმდა ან შემცირდა.

ახალმა სამარშრუტო სქემამ ხალხში აღშფოთება გამოიწვია. მგზავრებს ავტობუსით მოძრაობა ორჯერ მეტი უჯდებათ.

მარინა მესხი – 46 წლის გამყიდველი:

– “ვაგზლის მოედანზე ვმუშაობ, ხოლო ვცხოვრობ აფრიკის დასახლებაში. ადრე სამუშაოზე 2 ნომერი ავტობუსით მივდიოდი, სამსახურში მისვლისთვის და სახლში დაბრუნებისთვის 80 თეთრი მჭირდებოდა. რეისების შემცირებაში 2 ნომერიც მოხვდა. დღეს სამუშაოზე წასასვლელად 80 თეთრის ნაცვლად 1 ლარი და 60 თეთრი მჭირდება. საფასურს თავი რომ დავანებოთ, “იკარუსის” მაგივრად პატარა “ბოგდანი” დადის. დიდი ავტობუსი ყოველთვის სავსე დადიოდა, პატარა “ბოგდანში” დიდი შანსია, რომ ვერც ახვიდე. ამის გამო სამუშაოზე ხშირად მაგვიანდება. საერთოდ არ ვიმგზავრებდი ავტობუსით, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს”.

მსგავსი პრობლემა ძალიან ბევრს მგზავრს აქვს. 1 ნოემბრიდან ზოგი მგზავრი პროტესტის ნიშნად ბილეთის შეძენაზე უარს ამბობს, ხოლო მონიტორინგის სამსახურს ბილეთის წარდგენის თხოვნის შემთხვევაში “ავ ძაღლებს” უწოდებენ.

სტუდენტებსაც იგივე პრობლემა აწუხებთ . სასწავლებლამდე მისვლაში მათაც ორმაგი რაოდენობის თანხა ეხარჯებათ.

დავით წიწილაშვილი 20 წლის სტუდენტი:

-“ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ.ვცხოვრობ ავლაბარში. რეისების შემცირებამდე ჩემი სახლიდან უნივერსიტეტამდე რამდენიმე ნომერი მიდიოდა, დღეს  კი ისინი მხოლოდ კოლმეურნეობის მოედნამდე მისიან, მე კი 2 ტრანსპორტის გამოცვლა მიწევს. ამაში კი ორმაგ თანხას ვხარჯავ.  ახლა კი თბილისის მოსახლეობას კიდევ ერთი პრობლემა ეატებათ. ახალი წლიდან სამარშრუტო ტაქსების საფასურიც მოიმატებს და  მეტროს საფასური შესაძლოა 1 ლარამდე ავიდეს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიას რეისების სქემის შეცვლასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი არ აქვს. ზოგი ამბობს, რომ შემცირდა ის რეისები, რომლებზეც მოთხოვნა არ იყო, ხოლო სხვები მიზეზად “იკარუსის” ტიპის ავტობუსების ვადაგასვლას ასახელებს. პასუხი არ გვაქვს, მაგრამ შედეგი სახეზეა. ახალი წლიდან თბილისელებს მგზავრობისას შედარებით დიდი თანხის გადახდა მოუწევთ. თბილისის მერია და თბილისის სატრანსპორტო კომპანია კი უფრო მეტ მოგებას ნახავს.

სურათი გამოყენებულია http://www.ttc.com.ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: